April 27, 2024

"დაღესტანში მომხდარი მოვლენები უკრაინის და დასავლეთის ქვეყნების ინსპირირებულია"- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაღესტანში მომხდარი მოვლენების ინსპირირებაში უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა. პუტინმა ამის შესახებ ნოვო-ოგრიოვოში ძალოვან უწყებებთან გამართულ თათბირზე განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„მახაჩყალაში მომხდარი მოვლენები ინსპირირებულია მათ შორის სოციალური ქსელებით. და ეს უკრაინის ტერიტორიიდანაც ხდებოდა. ამ პროცესში დასავლეთის ქვეყნების აგენტურული ქსელი მონაწილეობდა. საზიზღრობაა რა მოკლედ, სხვანაირად ვერ ვიტყვი“, - განაცხადა პუტინმა.

 

მისი თქმით, კიევის რეჟიმი თავისი მფარველების ხელმძღვანელობით რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს.

 

„ისევ ძალიან მიკვირს კიევის რეჟიმის და მისი მფარველების, რომლებიც ოკეანეს მიღმა იმყოფებიან. მათ უკვე აიყვანეს პოსტამენტზე ბანდერა და ჰიტლერის სხვა თანამებრძოლები. ხედავთ როგორ უკრავს ტაშს უკრაინის ხელისუფლება მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ნაცისტებს, რომლებმაც ჰოლოკოსტის მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს. დღეს კი დასავლელი მფარველების ხელმძღვანელობით ისინი რუსეთში დარბევების ინსპირირებას ცდილობენ. ისე მე ეჭვი მეპარება, შესაძლოა, ამის შესახებ აშშ-ის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არც კი იცოდნენ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის ყველა რეგიონის ხელმძღვანელმა, სამართალდამცველი ორგანოების და სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად ყველა აუცილებელი ზომა უნდა მიიღონ, რათა „რუსეთში ეროვნებათშორისი და რელიგიათაშორისი თანხმობა იყოს შენარჩუნებული.

 
წაკითხვა 134 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2023

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.