"გავაგრძელებთ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მთელი ძალით, გამარჯვებამდე" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მოწოდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლა გაგრძელდება.

„მთელი ძალით, ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებამდე. "ჰამასმა“ დაკარგა კონტროლი ღაზის სექტორზე. მას არ აქვს დასამალი უსაფრთხო ადგილი. „ჰამასის“ ყველა წევრი სიკვდილისთვისაა განწირული. ჩვენი ძალები ურტყამს მათ მიწის ზემოთ და მიწის ქვეშ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, პალესტინის ხელისუფლებამ, რომელიც ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ნაწილობრივ მართავს, ომის შემდეგ ღაზა მართოს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ღაზაში იქნება უსაფრთხოების სრული კონტროლი და ისრაელის თავდაცვის ძალები შეძლებენ მის ტერიტორიაზე შევიდნენ მაშინ, როდესაც მოესურვებათ იმ მიზნით, რომ დახოცონ ტერორისტები, თუკი ისინი ხელახლა გამოჩნდებიან.

 

"მე შემიძლია გითხრათ, რაც არ იქნება - არ იქნება „ჰამასი“. უფრო მეტიც, იქ არ იქნება სამოქალაქო ხელისუფლება, რომელიც ასწავლის თავის შვილებს ისრაელის სიძულვილს, ისრაელელების დახოცვას, ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას. სხვა რამ იქნება საჭირო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი უსაფრთხოების კონტროლით", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

წაკითხვა 130 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.