"ღაზას „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს" - ჯოზეფ ბორელი

ღაზას მართვა მხოლოდ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ღაზას „ჰამასი“ ვეღარ გააკონტროლებს. მაშ, ვინ გააკონტროლებს ღაზას? მე ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ერთს, პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას შეუძლია“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ბაჰრეინში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე.

 

შეგახსენებთ, რომ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია ღაზას 2007 წლამდე მართავდა.

წაკითხვა 143 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.