"უკრაინა დაეხმარა ევროკავშირს, გამოსულიყო კომიდან, რომელშიც თავად ჩავარდა ე.წ. გაფართოების დაღლილობის გამოვლინებით"

უკრაინა დაეხმარა ევროკავშირს, გამოსულიყო „არგაფართოების კომიდან“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რომ არა უკრაინა, ევროკავშირი დარჩებოდა ამ კომაში და არ იქნებოდა ისტორიული ძალა.

 

„როგორც მშვიდობის სამეფო, ის იყო ცოცხალ, ნორმალურ მდგომარეობაში, მაგრამ როგორც ძალა, როგორც ისტორიის მამოძრავებელი ძალა, ის კომაში იყო, რომელშიც თავად ჩავარდა ეგრეთ წოდებული გაფართოების დაღლილობის გამოვლინებით. გაფართოების იდეის გახსნით, ისინი არსებითად დაბრუნდნენ ისტორიულ ეტაპზე და დაგვიბრუნეს რწმენა და ოპტიმიზმი ევროკავშირის ისტორიული როლის მიმართ“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

წაკითხვა 125 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.