"გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს" - ჯოზეფ ბორელი

გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ისრაელ-პალესტინას კონტექსტში ბორელმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული სამშვიდობო ინიციატივა განიხილა.

„ფეისალ ბინ ფარჰან ალ-საუდთან ჩვენი ერთობლივი სამშვიდობო ინიციატივა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსის მოქმედებაში მოყვანის ნაბიჯები განვიხილე. გზა რთული იქნება, მაგრამ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ პრინცი ფეისალი 22 იანვარს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიიწვია.

წაკითხვა 93 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.