"დაფინანსების შეკავებით ევროკავშირი ვერ აიძულებს უნგრეთს შეცვალოს თავისი პოლიტიკა თავშესაფრისა და LGBTQ უფლებებთან დაკავშირებით"

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დაფინანსების შეკავებით ევროკავშირი ვერ აიძულებს უნგრეთს შეცვალოს თავისი პოლიტიკა თავშესაფრისა და LGBTQ უფლებებთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

18 იანვარს, ევროპარლამენტმა მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს შემდგომი დაფინანსების გამოყოფა უნგრეთისთვის, სანამ უნგრეთის მთავრობა არ დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რომელიც მიმართულია კანონის უზენაესობის ეროზიის შეჩერებაზე.

"ამ საკითხებთან დაკავშირებით ფინანსურად ვერ დაგვაშანტაჟებენ", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

"არანაირი თანხა არ დაარწმუნებს უნგრეთის მთავრობას, შეცვალოს თავისი პოლიტიკა თავშესაფრისა და LGBTQ უფლებების შეზღუდვის შესახებ", - დასძინა ვიქტორ ორბანმა.

წაკითხვა 123 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.