May 2, 2024

"ღაზაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლი და იარაღის საწყობები გავანადგურეთ" - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის ღაზის სექტორში, ძირითადად ხან იუნისის ტერიტორიაზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

 

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში 30-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს და ტერიტორიის ოპერატიული კონტროლი გააღრმავეს.

 

ასევე, დასავლეთ ხან იუნისში, მედესანტეების ბრიგადამ „ჰამასის“ ორი წევრის ლიკვიდაცია განახორციელა, რომლებიც, გადაადგილებას მშვიდობიანი მოსახლეობის ჯგუფის საფარქვეშ ცდილობდნენ.

 

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ხან იუნისში „ჰამასის“ ტერორისტების სახლებში იარაღის ორ საცავს დაარტყეს.

 

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, ნაჰალის ბრიგადამ „ჰამასის“ დაახლოებით 10 მებრძოლი გაანადგურა, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.

წაკითხვა 115 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 13 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.