May 2, 2024

"ის, რაც უკრაინის გარშემო ხდება, რუსეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია"- პუტინი

დასავლეთისთვის უკრაინის გარშემო არსებული ვითარება მხოლოდ ტაქტიკური პოზიციის საკითხია, რუსეთისთვის კი ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ფრაგმენტი „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნდა.

„მათთვის ეს არის მათი ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესება. მაგრამ ჩვენთვის ეს არის ბედი, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან მისი ინტერვიუს შესახებ კომენტირებისას გააკეთა და განმარტა, რომ როგორც რუსი, ასევე უცხოელი მსმენელისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რამდენად „მგრძნობიარე და მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ყველაფერი, რაც უკრაინის მიმართულებით ხდება“.

წაკითხვა 96 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 18 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.