May 2, 2024

"ბირთვული სახელმწიფოები სამშობლოს დასაცავად ომში არასდროს და არავისთან დამარცხებულან"- მედვედევი

ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომელსაც სამშობლოს დასაცავად აწარმოებდნენ, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.

"რამდენიმე ხნის წინ დავწერე აქ, ჩემს „ტელეგრამ“ არხზე: "ბირთვული სახელმწიფო არ შეიძლება დამარცხდეს ომში". მყისვე გამოხტნენ ცბიერი გულის შემზარავი შეძახილებით: "არა, სულაც არ არის ასე, თუნდაც შეერთებულმა შტატებმა წააგო ომებში”, - ეს აშკარა სიცრუეა. მე არ ვსაუბრობდი ვიეტნამზე, ავღანეთზე ან ათობით სხვა ადგილზე, სადაც ამერიკელები აწარმოებდნენ კოლონიურ-დამპყრობლურ ომებს. მე დავწერე ისტორიული ომების შესახებ, რომელშიც სამშობლოს, საკუთარი მიწის, ხალხისა და ღირებულებების დაცვა ხდება. ეს ის ომებია, რომელიც ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს და არავისთან წაუგიათ“, - წერს მედვედევი.

წაკითხვა 107 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.