May 2, 2024

"შეუძლებელია პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გაგება, როდესაც სიცოცხლე იკარგება" - ზელენსკი

შეუძლებელია პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გაგება, როდესაც სიცოცხლე იკარგება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მსოფლიომ იცის, რომ შესაძლებელია ტერორისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მსოფლიოს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, „შაჰედებისგან” დაცვის სისტემები და რაკეტები აქვს. და უკრაინისთვის იარაღის, ჩვენი ხალხის დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებების გაჭიანურება, სამწუხაროდ, ასეთ დანაკარგებს იწვევს [როგორც შაბათს ოდესაში], იმას, რომ ბავშვთა რიცხვი, რომლებსაც რუსეთი ართმევს სიცოცხლეს, მუდმივად იზრდება. უკრაინას იმაზე მეტი არ უთხოვია, რაც სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო. ხოლო როდესაც სიცოცხლეები იკარგება და პარტნიორებს უბრალოდ შიდა პოლიტიკური თამაშები ან კამათები აქვთ, რომლებიც ჩვენს თავდაცვას ზღუდავენ, ამის გაგება შეუძლებელია. შეუძლებელია ამაზე დათანხმება. და შეუძლებელი იქნება დავიწყება - მსოფლიოს ეს ეხსომება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა დეტალები გაავრცელა ბავშვებზე, რომლებიც ოდესაში მრავალსართულიან სახლზე „შაჰედების” თავდასხმის შედეგად გარდაიცვალნენ, ან დაშავდნენ.

 

„ამ მომენტისთვის შვიდი გარდაცვლილის შესახებ არის ცნობილი, მათ შორის ორი ბავშვია. ჩვილი - ოთხი თვის, მას ტიმოფეი ერქვა. და ბიჭი - მარკი, ბავშვს სამი წელიც არ შეუსრულდა… რვა ადამიანი დაშავდა - კიდევ ერთი ბავშვი, სამი წლის, გოგო… ეს ტერორია, რომელსაც მხოლოდ სიცოცხლის განადგურება, მხოლოდ ადამიანების დაშინება აქვს მიზნად”, - განაცხადა ზელენსკიმ.

წაკითხვა 133 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.