May 2, 2024

სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე თავდასხმისას

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, იტყობინება რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკი.

მოგვიანებით ლისაკმა ტელეგრამის არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 10 ბავშვი და 38 ზრდასრული დაშავდა. ქალაქში ცეცხლი გაუჩნდა ორ, ცხრა და ხუთსართულიან, საცხოვრებელ შენობას.

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომხდართან დაკავშირებით წერს, რომ კრივოი-როგში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ. „განადგურება ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში“, დაწერა ზელენსკიმ. მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს.

 

რუსული მხარე თავდასხმაზე კომენტარს არ აკეთებს. უკრაინაში ომის განმავლობაში მოსკოვი უარყოფს სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ თავდასხმებს.

წაკითხვა 171 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 13 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.