April 26, 2024

ნატო რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

ნატო აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ნატო-ს პრესსპიკერმა ოანა ლუნჯესკუმ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

"შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის გამო. ეს ძირს უთხრის მინსკის შეთანხმებებსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს. ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - აღნიშნულია ნატო-ს პრესსპიკერის განცხადებაში.

 

მისივე თქმით, ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები აღმოსავლეთ უკრაინიდან.

 

”ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და რეალური ძალისხმევა განახორციელოს მინსკის შეთანხმებების განსახორციელებლად,” - აღნიშნულია ოანა ლუნჯესკუს განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში, დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმების შედეგად 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 4 დაშავდა.

წაკითხვა 411 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.