April 27, 2024

კორონავირუსს ფსიქოზის გარდა ვერაფერს ვუწოდებ, მეც ბევრი ფსიქოზი გადავიტანე — ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, კორონავირუსი ფსიქოზია და სხვა არაფერი. მისივე თქმით, თავადაც ბევრი ფსიქოზი გადაუტანია.

 

ლუკაშენკოს თქმით, ამ "ფსიქოზმა" ბელარუსის ჯანდაცვის სისტემის "შერყევას" ხელი შეუწყო.

 

 

"მე ამ კორონავირუსს სხვას ვერაფერს ვუწოდებ თუ არა ფსიქოზს და სულ ასე იქნება. თქვენთან ერთად მეც ბევრი ფსიქოზი გადავიტანე და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არსად მიგვიყვანს. დარწმუნებული ვარ პანიკით უფრო დავიტანჯებით, ვიდრე თვითონ ამ ვირუსით", — განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

ბოლო მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების 51 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

 

 

https://on.ge/

წაკითხვა 447 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.