აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსის 18 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 103 000-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცლებს.
გამოცემის ცნობით, ერთ დღეში რეკორდულად გაიზარდა ფატალური შემთხვევების რიცხვიც და ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 632-ია.
ექიმები და ექთნები აცხადებენ, რომ საკმარისი რაოდენობის დამცავი აღჭურვილობა არ აქვთ. საავადმყოფოების ხელმძღვანელების ინფორმაციით, მათ დამატებითი რაოდენობის სასუნთქი აპარატები სჭირდებათ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრმა ევროპიდან აშშ-ში გადაინაცვლა. დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით შეერთებულმა შტატებმა იტალიასა და ჩინეთს გადაუსწრო, ფატალური შემთხვევების რაოდენობით კი ის მეექვსე ადგილზეა იტალიის, ესპანეთის, ჩინეთის, ირანისა და საფრანგეთის შემდეგ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
