April 26, 2024

უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის

ინ­დო­ეთს უდაბ­ნოს კა­ლი­ე­ბი შე­ე­სივ­ნენ და ქვე­ყა­ნას კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან ერ­თად, კა­ლი­ებ­თა­ნაც უწევს ბრძო­ლა.

რო­გორც BBC წერს, კა­ლი­ე­ბი ინ­დო­ეთ­ში პა­კის­ტა­ნი­დან ხან­გრძლი­ვი მუ­სო­ნუ­რი წვი­მის გამო მოხ­ვდნენ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კა­ლი­ებ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლეს ინ­დო­ე­თის და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ისი­ნი ჭა­მენ ყვე­ლა­ფერს - ბოსტნე­ულს, ნა­თე­სებს, ნარ­გა­ვებს, ფოთ­ლებს, ხილს. შე­სა­ბა­მი­სად, პან­დე­მი­ის გამო გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვა კი­დევ უფრო დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

 

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ბოლო 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­დო­ეთ­ში, ეს უდაბ­ნოს კა­ლი­ე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი შე­მო­სე­ვაა.

 

 
გა­მოწ­ვე­ვას უკვე დიდი ხა­ნია ებ­რძვის პა­კის­ტა­ნი. პა­კის­ტა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, საფრ­თხე ძა­ლი­ან დი­დია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­დო­ეთ­სა და პა­კის­ტანს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა წლე­ბია გა­ყი­ნუ­ლია, კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვა გახ­და ის სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც ამ ორი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყეს.
 

რო­გორც BBC წერს, კა­ლი­ე­ბი გუნ­დე­ბად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და თი­თო­ე­ულ გუნდში და­ახ­ლო­ე­ბით, 40 მი­ლი­ო­ნი კა­ლი­აა. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ისი­ნი იმ­დე­ნად სწრა­ფად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, რომ შე­უძ­ლი­ათ 1 დღე­ში 400 კმ და­ფა­რონ.

 

 

გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (FAO) გაფრ­თხი­ლე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ეს მწე­რე­ბი ძა­ლი­ან დიდი სის­წრა­ფით ვრცელ­დე­ბი­ან და თუ დრო­ზე არ მოხ­და მათ­თან ბრძო­ლა, მათი რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, 500-ჯერ გა­ი­ზარ­დოს.

 

2003-2005 წლებ­ში და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნებს კა­ლი­ებ­მა 2.5 მი­ლი­არ­დის ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა, მაგ­რამ მა­შინ შე­მო­სე­ვის მას­შტა­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით მცი­რე იყო. FAO-ს შე­ფა­სე­ბით, უდაბ­ნოს კა­ლია დე­და­მი­წა­ზე ყო­ვე­ლი მე­ა­თე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, რის გა­მოც ყვე­ლა­ზე სა­შიშ მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მად ით­ვლე­ბა.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 556 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 29 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.