April 27, 2024

აფრიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთათვის 1,5 მილიონ საფლავს ამზადებენ

სამხრეთ აფრიკის პროვინცია, გაუტენგი კორონავირუსით გარდაცვლილთათვის წინასწარ 1.5 მილიონ საფლავს ამზადებს.

აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) თქმით, აფრიკაში COVID-19-ის შემთხვევები სწრაფად იზრდება და ამიტომ ყველაზე უარესი სცენისთვის მზადება კარგი გამოსავალია.

 

ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა  ნახევარ მილიონამდე მიაღწია. აფრიკის CDC– ის ხელმძღვანელის თქმით, მასშტაბური ტესტირების დონე დაბალია, 1.3 მილიარდიან კონტინენტზე სულ 5,7 მილიონი ტესტი ჩატარდა, ამიტომ რეალური რიცხვების დასახელება წარმოუდგენელია.

 

მისი თქმით, ვაქცინის დაგვიანების შემთხვევაში აფრიკა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.

 

"ვაქცინა ერთადერთი იარაღია, რომლის საშუალებითაც ჩვენი ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაბრუნდება”, - დასძინა მან. 

წაკითხვა 602 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 09 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.