April 27, 2024

"აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ყოველ ერთ წუთში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი იღუპებოდა"

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 1 461 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობამ 150 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს გათვლებით, აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით ყოველ ერთ წუთში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი იღუპებოდა.

 

„როიტერსი“ წერს, რომ აშშ-ში ბოლო 2 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა სწრაფი ტემპით მატულობს. უკანასკნელი 11 დღის მანძილზე კი ფატალური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ით გაიზარდა.

 

ცნობისათვის, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

წაკითხვა 571 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.