April 26, 2024

ტრამპს არჩევნების გადადება არ სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კორონავირუსის გამო გადადება არ სურს, თუმცა, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის წინააღმდეგია.

"მე მინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს, თუმცა, არ მინდა, რომ სამი თვე ვიცადო და შემდეგ გავიგო, რომ ყველა ბიულეტენი დაიკარგა და არჩევნები არაფერს ნიშნავს",- განაცხადა ტრამპმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას უნდა, რომ არჩევნებზე ყველამ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს და ხმა ისე მისცეს.

 

მანამდე დონალდ ტრამპმა შეშფოთება გამოთქვა არჩევნებზე ხმის ფოსტის საშუალებით მიცემასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ეს მექანიზმის გაყალბების საფრთხეს შექმნის და არჩევნების შესაძლო გადადების ინიციატივით გამოვიდა. ტრამპის ამ წინადადებას მისი როგორც თანაპარტიელების, ისე დემოკრატების მხრიდან, მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

წაკითხვა 314 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 31 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.