April 26, 2024

" მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ვიმოქმდო როგორც ეროვნულმა ლიდერმა"

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მზად არის როგორც „ეროვნულმა ლიდერმა იმოქმედოს“.

ამის შესახებ მან ბელარუსის მოსახლეობისადმი ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„თქვენ მე მომეცით საკუთარი ხმები და ამას ძალიან ვაფასებ. ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთეთ თქვენ ეს: ჩვენ ყველას გვსურს ამ დაუსრულებელი წრიდან გამოსვლა, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ პერიოდში ვიმოქმდო როგორც ეროვნულმა ლიდერმა, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, რათა ჩვენ გავათავისუფლოთ ყველა პოლიტპატიმარი, უმოკლეს დროში მოვამზადოთ საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის“, - განაცხადა მან ვიდეომიმართვისას.

 

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატმა ქვეყნის უსაფრთხოების ძალებსა და სამართალდამცავებს მოუწოდა, ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მხარდაჭერა შეწყვიტონ და აღნიშნა, რომ თუკი ასე მოიქცევიან, აპატიებენ იმას, რაც აქამდე ჩაიდინეს.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი. გამგზავრების შემდეგ მან გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც აცხადებდა, რომ ქვეყანა საკუთარი შვილების უსაფრთხოების გამო დატოვა, თუმცა მოკლე ხანში კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა და ბელარუსელებს საპროტესტო აქციების გაგრძელოებისკენ მოუწოდა.

 

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.1%, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ - 10.12% მიიღო.

წაკითხვა 369 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.