April 26, 2024

"მიუღებელია უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში"

უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია, - კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

 

„მხარეებმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია დაწვრილებით განიხილეს. რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია,“- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გაუმჯობესდება.

 

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს გამართული სატელეფონო საუბარი დროს ბელარუსში არსებული სიტუაცია განიხილეს.

წაკითხვა 372 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.