April 26, 2024

ექიმის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ქალაქ ომსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის, ანატოლი კალინიჩენკოს, განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

მისივე თქმით, დიაგნოზის დადგენა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება.

 

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ამჟამად სიმპტომური მკურნალობა უტარდება. მიმდინარეობს დიაგნოზის დაზუსტება, რომელიც სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი,“- აღნიშნა კალინიჩეკომ.

 

შეგახსენებთ, ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა დღეს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ფრენის დროს პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა და თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ომსკში საგანგებო დაშვება განახორციელა.

 

„დღეს დილით, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. ფრენისას ის შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი საგანგებოდ დაეშვა ომსკში. მას აღენიშნება ტოქსიკური მოწამვლა“, - დაწერა იარმიშმა „ტვიტერში“.

 

მომდევნო პოსტში მან განმარტა, რომ რუსი პოლიტიკოსი კვლავ უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს.

წაკითხვა 351 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 20 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.