April 26, 2024

თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს

აია-სოფიას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი ქრისტიანული ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს. საუბარია ხორას მონასტერზე, სადაც მაცხოვრის სახელობის ტაძარი მდებარეობს. გადაწყვეტილება თურქულ მედიაში გამოქვენდა.

 

„ეს კომნენოსების იმპერატორთა დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ბიზანტიური ძეგლია, რომელიც თავისი შედევრული ფრესკებით არის ცნობილი. ხდება მისი მეჩეთად გადაკეთება იმავე პროცედურებით, როგორც ეს აია სოფიას შემთხვევაში მოხდა. ის გადაეცემა რელიგიის საქმეთა სამმართველოს და როგორც მოსალოდნელია, ბიზანტიური ფრესკები დაიფარება, რათა ეკლესია მეჩეთად გადაკეთდეს,“ - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ტაძარი, რომელიც 74 წლის წინ მუზეუმად გადაკეთდა, სტამბულში ფათიხის რაიონში მდებარეობს. ის მეექვსე საუკუნით თარიღდება, კერძოდ კი, 534 წელს აშენდა, ის 1511 წელს, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, მეჩეთად გადაკეთდა. ხორას მონასტერი მეჩეთად 434 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და 1945 წელს მუზეუმად გადაკეთდა.

წაკითხვა 503 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 21 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.