April 27, 2024

დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

ინიციატორი ნორვეგიული "პროგრესის პარტიის" წევრი კრისტიან ტიბრინგ-გედეა, რომელიც თვლის, რომ ამერიკელი ლიდერი ამ პრემიას მსოფლიოში გრძელვადიანი კონფლიქტების მოგვარებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის იმსახურებს.

 

დეპუტატის წერილში, რომელიც მან ნობელის კომიტეტს გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ურთიერთობების დამყარებაში საკვანძო როლი ითამაშა.

 

"მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიც არაბთა გაერთიანებული საამიროებს მიბაძავენ, ეს შეთანხმება კი გადამწყვეტი მომენტი იქნება, რომლის წყალობით ახლო აღმოსავლეთი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის რეგიონად იქცევა", - ნათქვამია გედეს წერილში. 

წაკითხვა 359 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 09 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.