April 26, 2024

"აშშ-ს, რუსეთსა და საფრანგეთს მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარება არ შეუძლიათ"

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს, რუსეთსა და საფრანგეთს მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარება არ შეუძლიათ. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, გუშინდელ სატელეფონო საუბარში მან პუტინს კონფლიქტის დარეგულირებაში თურქეთის ჩართვა შესთავაზა.

 

„ჩვენ პუტინთან დეტალურად განვიხილეთ პროცესი. მე ვუთხარი, მოდით ახლა დავასრულოთ ეს კავაკასიაში. თუ გსურთ, ჩვენ ამის გაკეთება ერთად შეგვიძლია. თქვენ ხვდებით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, მე ვხვდები ჩემს ძმას, ილჰამს. მომეცით უფლება, გავმართო ეს შევხედრები. მოდით, გადავდგათ ნაბიჯი. ჩვენ უნდა დავასრულოთ საქმე. პუტინთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ცხადია, ჩვენ პუტინს ვუთხარით  ჩვენი წითელი ხაზების შესახებ, რომელთა გადაკვეთა დაუშვებელია“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში 1992 წლიდან ჩართულია ეუთო-ს ე.წ. მინსკის ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები რუსეთი, აშშ და საფრანგეთი არიან. თურქეთი მინსკის ჯგუფის შემადგენლობაში წევრის სტატუსით არის წარმოდგენილი.

 
წაკითხვა 337 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.