მაისი 01 2022 წაკითხვა 189 ჯერ

თურქეთის პოლიციამ დააკავა ათობით დემონსტრანტი, რომლებიც სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე შრომის დღესთან დაკავშირებულ დემონსტრაციაზე შეკრებას ცდილობდნენ.

მაისი 01 2022 წაკითხვა 186 ჯერ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონი საუბარი გამართეს.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის გაძლიერებისა და პუტინის წარუმატებლობის უზრუნველყოფის ერთგულია ისე, როგორც არასდროს და აღნიშნა, თუ რამდენად მედგრად იბრძვიან უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის”, – ნათქვამია სატელეფონო საუბრის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს დამატებით სამხედრო დახმარებას, რათა უკრაინელებს მიაწოდოს აღჭურვილობა, რომელიც მათ დასაცავად სჭირდებათ. ამასთან, ლიდერებმა გაერო-ს ხელმძღვანელობით მარიუპოლის ევაკუაციის მცდელობის პროგრესი განიხილეს. ასევე, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს შემდგომი ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა შესთავაზა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერთან გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით „ტვიტერში” წერს უკრაინის პრეზიდენტიც.

„ვინარჩუნებ მუდმივ კონტაქტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. ვესაუბრე ბრძოლის ველზე და ბლოკირებულ მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა და მშვიდობის მისაღწევად აუცილებელი დიპლომატიური ძალისხმევა“, – წერს ვილოდიმირ ზელენსკი.

აპრილი 30 2022 წაკითხვა 413 ჯერ

ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!- ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ მესაზღვრის პროფესიული დღე მიულოცა.

აპრილი 30 2022 წაკითხვა 205 ჯერ

დანია უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებსა და ნაღმტყორცნებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აპრილი 30 2022 წაკითხვა 225 ჯერ

წყალტუბოს გენგეგმა დასრულებულია, ჩვენ ეს დოკუმენტი უკვე დავამტკიცეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

აპრილი 29 2022 წაკითხვა 235 ჯერ

უკრაინის საჰაერო ძალებმა პარტნიორი ქვეყნებისგან S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიიღო, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის" სარდლობა ავრცელებს.

გვერდი 104 სულ 223
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.