მაისი 04 2022 წაკითხვა 205 ჯერ

უკრაინელი დეპუტატის კირა რუდიკის განცხადებით, 156-მა ადამიანმა ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან გამოაღწია, მაგრამ 30 ბავშვი „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში რჩება.

მაისი 04 2022 წაკითხვა 293 ჯერ

უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ.

მაისი 04 2022 წაკითხვა 195 ჯერ

უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმთან განლაგებული მტრის კოლონა და საბრძოლო მასალები გაანადგურეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარმომადგენელმა სერგეი ბრაჩუკმა Telegram-ზე განაცხადა.

„უკრაინულმა არტილერიამ იზიუმთან გაანადგურა რუსული კოლონა საბრძოლო მასალებით. მტრის განადგურება მოხდა იზიუმიდან 20 კილომეტრის დაშორებით იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მტერი თავის ზურგის მხარედ თვლიდა", - წერს ბრაჩუკი.

მაისი 04 2022 წაკითხვა 199 ჯერ

რუსეთი თავისი დამპყრობლური ამბიციებით უკრაინაზე არ გაჩერდება.

მაისი 04 2022 წაკითხვა 223 ჯერ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტის გამოცხადებისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ეტაპობრივად რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთისგან ნავთობის მიწოდებას ეტაპობრივად შევაჩერებთ“, - განაცხადა ლაიენმა.

ამასთან, ევროკავშირის სანქციების მე-6 რაუნდი აუკრძალავს სამ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელს ევროკავშირის ტერიტორიაზე ეთერში გასვლას.

ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი ასევე მოიცავს მაღალი რანგის რუს სამხედრო ოფიცრებსა და სხვა პირებს, რომელთაც უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

„ჩვენ ვიცით ვინც ხართ, თქვენ ამას ვერ გაექცევით“, - აღნიშნა ლაიენმა.

სანქციების სამიზნე ასევე რუსეთის უდიდესი ბანკი „სბერბანკიც“ გახდა, რომელიც სანქციების მიხედვით, „სვიფტის“ საგადასახადო სისტემიდან გაითიშება.

მაისი 03 2022 წაკითხვა 229 ჯერ

თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, ისინი მოდიან, მოდიან. მათი მადა ძალაუფლების მიმართ კვლავ იზრდება, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელების წინააღმდეგობის შესახებ საუბრისას ალაბამას შტატში მდებარე იარაღის მწარმოებელ Lockheed Martin ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა.

გვერდი 103 სულ 223
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.