April 26, 2024

მითები და რეალობა, რა შეცდომებს ვუშვებთ თმის მოვლისას - ზაზა თელიას რეკომენდაციები

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში თმის მოვლისა და დაზიანების პრევენციის შესახებ ვრცელ რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ამასთან, ხშირად დაშვებული შეცდომებისა და გავრცელებული მითების შესახებ წერს.

 

"თმის ცვენა, თმის მოვლასა და შეღებვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ჯანმრთელი თმის შესანარჩუნებლად

 

მრავალი საშუალება რომელიც აუმჯობესებს თქვენი თმის შესახედაობას, რეალურად შეუძლია დააზიანოს თმა - ის შეიძლება გახდეს მშრალი და მტვრევადი. რეკომენდაციები რომლებიც დაგეხმარებათ გამომშრალი და მტვრევადი თმის პრევენციაში: 

 

1. თმის შეღებვისას არჩევანი გააკეთე საკუთარი თმის ბუნებრივ ფერზე (When dyeing your hair, stay ‘on shade’).

შეარჩიეთ საღებავი თქვენს ბუნებრივ ფერთან მიახლოებულ სამ რომელიმე ფერში/ტონში (Choose a dye within three shades of your natural color).

როგორც წესი თმის მუქი ფერით შეღებვა უკეთესია ვიდრე ღია ფერით.

თმის გაღიავება სამზე მეტ ტონში საჭიროებს პეროქსიდის (Peroxide - ზეჟანგი) უფრო მაღალ მოცულობას, რომელიც უფრო მეტად აზიანებს თმას;

 

2. გამოყენებამდე გატესტე საღებავი კანის პატარა უბანზე.

თუ თქვენ შენიშნეთ გამონაყარი ან სიწითლე, შეშუპება, წვის შეგრძნება ან ქავილი, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქცია საღებავზე, ამიტომ არ გამოიყენოთ ეს საღებავი და მიმართეთ დერმატოლოგს;

 

3. დაიცავით თმა მზის სხივებისგან.

მზეს შეუძლია თქვენი თმა გახადოს სუსტი, მშრალი, უხეში, ფერდაკარგული (გახუნებული) და მტვრევადი.

ეს უფრო მეტად გამოხატულია იმ შემთხვევაში თუ თქვენ იღებავთ ან ქიმიურად იხვევთ თმას და იკეთებთ მელირებას.

ატარეთ ფართო ქუდი გარეთ გასვლისას, განსაკუთრებით ზაფხულში;

 

4. იყავით ფრთხილად თმის ქიმიური დახვევისას, გრძელ-ვადიანი დაზიანების პრევენციისათვის.

დაინიშნეთ დრო დასახვევი ხსნარის (perm solution) მოსაშორებლად.

თუ თქვენ შეგაწუხათ ჩხვლეტის, დასუსხვის ან წვის შეგრძნებამ, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ თმის დასახვევი ხსნარი.

 

5. საღებავი არ უნდა შეიცავდეს - PPD

ანუ უნდა იყოს - PPD Free

Paraphenylenediamine—more commonly known as PPD—is a chemical substance that is commonly found in permanent hair color and other dyes. PPD in hair color is most often used in dark shades.

 

თმის მოვლის რეკომენდაციები:

ლამაზი თმის ძიებაში ხშირად ადამიანები და განსაკუთრებით ქალები აკეთებენ ისეთ რამეებს რაც აზიანებს თმას. დაზიანებული თმა არის სუსტი/მყიფე და შესაბამისად ის ხდება მტვრევადი. დამტვრეული თმა კი არაჯანმრთელად გამოიყურება. თუ ადამიანი სისტემატიურად გააგრძელებს თმის დაზიანებას შესაძლოა მიიღოს თმის სიხშირის შემცირება/თმის გათხელება ან გამელოტებული ადგილებიც კი. 10 ხშირი თმის მოვლის პრაქტიკა რომელმაც შესაძლოა დააზიანოს თმა და მარტივი რჩევები რომელიც დაგეხმარებათ შეწყდეს თმის დაზიანება და მოხდეს მისი დაზიანების პრევენცია.არ არის რეკომენდირებული შემდეგი:

 

1. თავის დაბანის დროს შამპუნის წასმა თმის მთელს სიგრძეზე (Washing your hair by rubbing shampoo into the length of your hair.) ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

რეკომენდირებულია თითის ბალიშების საშუალებით შამპუნის მსუბუქი მასაჟი სკალპზე, შემდეგ მიეცით საშუალება შამპუნს თავისით ჩამოირეცხოს თმის სიგრძეზე. არ შეზილოთ თმებზე ჩამობანვის დროს.

 

2. თმის კონდიციონერის არ გამოყენება (Skipping the conditioner). ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

გამოიყენეთ თმის კონდიციონერი (hair conditioner) შამპუნის ყოველი გამოყენების შემდეგ.

 

3. პირსახოცით თმის გამშრალება - პირსახოცის ხახუნი თმაზე ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

შეფუთეთ თმა პირსახოცში რათა მოხდეს წყლის შეწოვა.

აცალეთ თმას გაშრეს ჰაერზე.

 

4. თმის დავარცხნა სანამ ის სველია

ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

სწორი თმა გაქვთ? - აცალეთ თმას ცოტა გაშრეს სანამ ნაზად დაივარცხნით ფართო-კბილებიანი სავარცხლით.

ტექსტურირებული ან ხვეული თმა გაქვთ? - ყოველთვის დაივარცხნეთ სანამ თმა არის ტენიანი ფართო-კბილებიანი სავარცხლით.5. თმის საშრობის, ცხელი სავარცხლის ან თმის დასახვევი უთოს გამოყენებაამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

აცალეთ თმას გაშრეს ჰაერზე როცა ეს შესაძლებელია.

გამოიყენეთ თმის საშრობი რაც შეიძლება მინიმალურად ცხელი ტემპერატურის პარამეტრებით.

შეზღუდეთ დრო რომლის განმავლობაშიც ცხელი სავარცხელი ან დასახვევი თმის უთო შეხებაშია თმასთან.

ეს საშუალებები გამოიყენეთ რაც შეიძლება იშვიათად - კვირაში 1-ჯერ ან უფრო იშვიათადაც კი.

 

6. თმის სტილური პროდუქტების გამოყენება ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

აირჩიეთ ვარცხნილობა რომელსაც არ სჭირდება თმის სტილური პროდუქტების გამოყენება

 

7. თმის შეკვრა უკან მჭიდროდ, როგორიცაა - ponytail, bun, or cornrows ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

შეიკარით თმა უკან ისე რომ არ იყოს მჭიდროდ შეკრული.

გამოიყენეთ დაფარული თმის შესაკრობი და არა რეზინა.

 

8. "ნაწნავის" ან თმის დამაგრძელებელის ტარება ხშირად, სისტემატიურად

 

9. თმის შეღებვა, დახვევაამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:ეცადეთ გაზარდოთ დრო თმის შეღებვებს შორის, განსაკუთრებით ზამთარში როდესაც მშრალი ამინდებია - 8-დან 10 კვირამდე დრო ან უფრო მეტი.

მზეზე ყოფნის შემთხვევაში დაიცავით თმა - თმის კონდიციონერის გამოყენება, რომელიც უფრო ხანგრძლივად მოქმედებს (მასში უნდა შედიოდეს Zinc Oxide).

ასევე გამოიყენეთ ქუდი მზეზე ყოფნისას.

 

10. თმის დავარცხნა ან გასწორება 100-ჯერ დღეში

ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:

დაივარცხნეთ ან გაისწორეთ თმა მხოლოდ ვარცხნილობის დროს.

თმას არასდროს არ სჭირდება დღეში 100-ჯერ გასწორება - ეს მითია.

გამოიყენეთ ფართო-კბილებიანი სავარცხელი ნაზად.

მოიშორეთ აბურდული/ჩახლართული თმები ნაზად, შეწყვიტეთ თმის მოქაჩვა ან მოგლეჯვა დავარცხნის დროს

 

მოცურავეებისათვის:

1. გამოიყენეთ საცურაო ქუდი

 

2. გადაივლეთ თავზე წყალი ცურვის შემდეგ დაუყოვნებლივ

 

3. გადავლების შემდეგ დაიბანეთ თავი სპეციალური მოცურავეების შამპუნით (swimmers’ shampoo), შემდეგ გამოიყენეთ ღრმა თმის კონდიციონერი (deep conditioner)

თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ბუნებაში არ არსებობს - არ მოტყუვდეთ თმის მოვლასა და შეღებვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ჯანმრთელი თმის შესანარჩუნებლად მრავალი საშუალება რომელიც აუმჯობესებს თქვენი თმის შესახედაობას, რეალურად შეუძლია დააზიანოს თმა - ის შეიძლება გახდეს მშრალი და მტვრევადი. რეკომენდაციები რომლებიც დაგეხმარებათ გამომშრალი და მტვრევადი თმის პრევენციაში: 1. თმის შეღებვისას არჩევანი გააკეთე საკუთარი თმის ბუნებრივ ფერზე (When dyeing your hair, stay ‘on shade’).

შეარჩიეთ საღებავი თქვენს ბუნებრივ ფერთან მიახლოებულ სამ რომელიმე ფერში/ტონში (Choose a dye within three shades of your natural color).

როგორც წესი თმის მუქი ფერით შეღებვა უკეთესია ვიდრე ღია ფერით.

თმის გაღიავება სამზე მეტ ტონში საჭიროებს პეროქსიდის (Peroxide - ზეჟანგი) უფრო მაღალ მოცულობას, რომელიც უფრო მეტად აზიანებს თმას;

 

2. გამოყენებამდე გატესტე საღებავი კანის პატარა უბანზე.

თუ თქვენ შენიშნეთ გამონაყარი ან სიწითლე, შეშუპება, წვის შეგრძნება ან ქავილი, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქცია საღებავზე, ამიტომ არ გამოიყენოთ ეს საღებავი და მიმართეთ დერმატოლოგს;

 

3. დაიცავით თმა მზის სხივებისგან.

მზეს შეუძლია თქვენი თმა გახადოს სუსტი, მშრალი, უხეში, ფერდაკარგული (გახუნებული) და მტვრევადი.

ეს უფრო მეტად გამოხატულია იმ შემთხვევაში თუ თქვენ იღებავთ ან ქიმიურად იხვევთ თმას და იკეთებთ მელირებას.

ატარეთ ფართო ქუდი გარეთ გასვლისას, განსაკუთრებით ზაფხულში;

 

4. იყავით ფრთხილად თმის ქიმიური დახვევისას, გრძელ-ვადიანი დაზიანების პრევენციისათვის.

დაინიშნეთ დრო დასახვევი ხსნარის (perm solution) მოსაშორებლად.

თუ თქვენ შეგაწუხათ ჩხვლეტის, დასუსხვის ან წვის შეგრძნებამ, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ თმის დასახვევი ხსნარი.

ვარცხნილობამ რომელიც გულისხმობს თმების მჭიდროდ შეკვრას/აწევას/მოქაჩვას - შესაძლოა გამოიწვიოს თმის ცვენავარცხნილობები - ponytail, cornrows, ან თმის მჭიდროდ აწევა/მოქაჩვა ზევით, უკან თუ თქვენ ხშირად ატარებთ თმას მჭიდროდ შეკრულს უკან - თმის მუდმივმა ქაჩვამ შესაძლოა გამოიწვიოს თმის ცვენა - ამ მდგომარეობას ტრაქციული (დაჭიმვით გამოწვეული) ალოპეცია (Traction Alopecia) ეწოდება.რამოდენიმე რეკომენდაცია, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ამ ვარცხნილობების შედეგად გამოწვეული თმის ცვენა:

 

1. ერიდეთ ხშირ ვარცხნილობების გაკეთებას, რომლებიც გულისხმობს თმის ქაჩვას.

ასეთი ვარცხნილობა შეგიძლიათ გაიკეთოთ იშვიათ შემთხვევებში.

მუდმივად, ყოველდღიურად ასეთი ვარცხნილობის ტარებით როგორც თმა, ასევე თმის ფოლიკულებიც ზიანდება. შედეგად დაზიანებული ფოლიკულებიდან თმა აღარ იზრდება, შესაბამისად მიიღებთ პერმანენტულ თმის ცვენას.

ვარცხნილობები რომლებიც მუდმივად ახდენს თმის ქაჩვას:Buns, ponytails, and up-dos that are tightly pulled

Cornrows

Dreadlocks

Hair extensions or weaves (თმის დამაგრძელებლები)

Tightly braided hair (ნაწნავები)

თმის დასახვევის ტარება ღამით, ძილის დროს

პირველი თმის ცვენის ან დაზიანების ნიშნები შესაძლოა იყოს - გატეხილი თმების არსებობა თმისხაზზე (hairline) ან თმის გათხელება იქ სადაც თმა ვარცხნილობის გამო ძლიერ იქაჩება.

 

2. შეამსუბუქე ვარცხნილობით მჭიდროდ მოქაჩული თმა მცირედით, განსაკუთრებით თმისხაზზე.

თუ ვარცხნილობა იწვევს ტკივილს ან დისკომფორტს ეს იმას ნიშნავს რომ ის თმა ძალიან მჭიდროდ იქაჩება და საჭიროა მისი შემსუბუქება.

 

3. ხშირად შეცვალე ვარცხნილობა - მიეცი თმას შანსი აღდგენისათვის

მაგალითად ნაწნავების ტარების შემდეგ შეიძლება მოინდომო ატარო უკან მჭიდროდ შეკრული თმა ან არჩევანი გააკეთო ნატურალურ ვარცხნილობაზე რამოდენიმე თვე - რა თქმა უნდა მეორე არჩევანი უკეთესია

 

4. დააკვირდი თმის ცვენის ადრეულ ნიშნებს:

გატეხილი თმები შუბლზე, თმისხაზის გასწვრივ

შემცირებული თმისხაზი

გაცვენილი თმის უბნები იმ ადგილებში სადაც თმები იქაჩება ვარცხნილობის გამო

ტკივილი მჭიდროდ დაქაჩული თმის გამო

სკალპზე წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება

სკალპზე ქერქოვანი ელემენტები

Tenting - სკალპზე შეგრძნება თითქოს მისი გარკვეული ნაწილი მოქაჩულია როგორც ტენტი (sections of your scalp are being pulled up like a tent)

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგან შეამჩნიეთ დროა შეწყვიტოთ თმის ქაჩვა და საშუალება მისცეთ თმას აღდგენისათვის. თუ თმის ქაჩვა გაგრძელდება შესაძლოა შეამჩნიოთ რომ თმის ზრდა შეჩერდება. იქ სადაც ერთხელ თმა ჩანდა, უკვე შეამჩნევთ პრიალა, თმა გაცვენილ კანს. ტრაქციული ალოპეციის გართულების კვალდაკვალ თმას აღარ ექნება უნარი გაიზარდოს რადგან მისი ფოლიკულები ამ ეტაპზე უკვე დაზიანებულია.გახსოვდეთ რომ თმის ცვენის მიზეზი როგორც ვარცხნილობა, ასევე შესაძლოა სხვა მიზეზებიც იყოს როგორიცაა სტრესი ან მემკვიდრეობა.პოსტ COVID თმის ცვენა, ასევე მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა როგირც წესი ტრანზიტორულია, არ არის ასოცირებული მიკორელემენტების ან ვიტამინების ნაკლებიბასთან და შესაბამისად მკურნალობა არ სჭირდება (Self Limited)"

წაკითხვა 565 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.