May 2, 2024

9 მეთოდი იმისთვის, რომ კბილები ქათქათებდეს და ჰოლივუდის ღიმილი გქონდეთ

ბევრი ოცნებობს ჯანსაღ და ლამაზ კბილებზე და ოცნების ასასრულებლად ძირითადად კბილის ექიმის ჩარევა ხდება საჭირო.

მაგრამ არსებობს ეფექტური პროცედურები, რომელთა გაკეთებაც სახლშიც შეგიძლიათ და ამასთანავე არც ერთი მათგანი არ ავნებს კბილის ემალს. რა თქმა უნდა, ეს პროცედურები არ გამორიცხავენ რეგულარულ ვიზიტს კბილის ექიმთან. მაგრამ თუ ამ რჩევებს მიჰყვებით, თქვენი კბილები რამდენიმე ტონით უფრო გათეთრდება და ამასთანავე, უფრო ჯანსაღი გახდება.

 

1. კბილის მათეთრებელი - შეურიეთ ერთ ჩაის კოვზ კურკუმას, ამავე რაოდენობის ქოქოსის ზეთი, დაამატეთ 2-3 წვეთი პიტნის ზეთი. გამოიყენეთ მიღებული ნაზავი რეგულარულად კბილის პასტის ფუნქციით. ის სასარგებლოა კბილის ემალისთვის, ათეთრებს კბილებს და ამავდროულად, აქრობს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს.

9 მეთოდი იმისთვის, რომ კბილები ქათქათებდეს და ჰოლივუდის ღიმილი გქონდეთ

2. ჩაის ხის ზეთი - ნახევარ ჭიქა წყალს შეურიეთ 100%-იანი ჩაის ხის ზეთი, დაახლოებით 5 წვეთი და კბილების გახეხვამდე ყოველ დღე გამოივლეთ პირის ღრუში. შედეგს ორ კვირაში ნახავთ. იმისთვის, რომ უკეთესი ეფექტი გქონდეთ, ამ ზეთით კვირაში ერთხელ, ან ორჯერ გაიხეხეთ კბილი. უფრო მეტჯერ დასაშვები არ არის.

9 მეთოდი იმისთვის, რომ კბილები ქათქათებდეს და ჰოლივუდის ღიმილი გქონდეთ

3. მარწყვის პასტა - მარწყვს შეურიეთ ცოტაოდენი ზღვის მარილი. მიღებული ნაზავით გაიხეხეთ კბილები. ამ პროცედურის ჩატარება 2 კვირაში მხოლოდ ერთხელაა დასაშვები.

9 მეთოდი იმისთვის, რომ კბილები ქათქათებდეს და ჰოლივუდის ღიმილი გქონდეთ

4. ქოქოსის ზეთი - წაისვით კბილებზე ის გახეხვამდე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ.

9 მეთოდი იმისთვის, რომ კბილები ქათქათებდეს და ჰოლივუდის ღიმილი გქონდეთ

5. ნახშირის ნიღაბი კბილებისთვის - გახსენით ნახშირი მცირეოდენ წყალში ისე რომ კრემის მსგავსი ნაზავი მიიღოთ. წაისვით კბილებზე და გაიჩერეთ 2 წუთის განმავლობაში. მოიშორეთ ნახშირი კბილებიდან თბილი წყლით, ხოლო შემდეგ ჩველებრივ გაიხეხეთ. ამ პროცედურის ჩატარება კვირაში ერთხელ, ან ორჯერ შეიძლება.

9 მეთოდი იმისთვის, რომ კბილები ქათქათებდეს და ჰოლივუდის ღიმილი გქონდეთ

6. ბანანის ქერქი კბილის მათეთრებელია - ბანანის კანი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სტომატოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად და კბილების მათეთრებლად შესანიშნავია. ის კბილს შესანიშნავ ფერს აძლევს. დაიდეთ ბანანის ქერქი შიდა მხრიდა კბილებზე და გაიჩერეთ 5-7 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერაც გინდათ.

9 მეთოდი იმისთვის, რომ კბილები ქათქათებდეს და ჰოლივუდის ღიმილი გქონდეთ

7. პირის ღრუს სავლები ლიმონის შემცველობით - ლიმონის წვენს შეურიეთ მარილი და მიღებული ნაზავი კბილის გახეხვის შემდეგ პირის ღრუში გამოივლეთ. ამ მეთოდის გამოყენება კვირაში 2-3-ჯერ არის დასაშვები. ის ათეთრებს კბილებს და ამავდროულად, აქრობს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ ნაზავის გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ანთებითი პროცესი გაქვთ.

9 მეთოდი იმისთვის, რომ კბილები ქათქათებდეს და ჰოლივუდის ღიმილი გქონდეთ

8. ბაზილიკის ფოთლები - გატარებული ბაზილიკის ფოთლები გამოიყენეთ რეგულარულად კბილის პასტის ფუნქციით. კბილები უფრო თეთრი და ჯანსაღი გახდება.

9 მეთოდი იმისთვის, რომ კბილები ქათქათებდეს და ჰოლივუდის ღიმილი გქონდეთ

9. ალოე ვერა - ჭეშმარიტად ჰოლივუდის ღიმილის მისაღებად გამოიყენეთ ალოე ვერას ნატურალური წვენი. გამოიყენეთ ის კბილის პასტის ფუნქციით. შედეგს ორ კვირაში დაინახავთ. კბილები უფრო ნათელი და თეთრი გახდება.

9 მეთოდი იმისთვის, რომ კბილები ქათქათებდეს და ჰოლივუდის ღიმილი გქონდეთ
წაკითხვა 443 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.