May 2, 2024

როგორ ავირიდოთ თავიდან ნაბახუსევის სინდრომი?

გოეთეს დროიდან მოყოლებული, გერმანიაში ნაბახუსევის სინდრომს „კატას“ უწოდებენ. რა შუაშია ერთი მეორესთან, Deutsche Welle-მ გაარკვია.

 

რა ხდება?


ნაბახუსევი ან როგორც მას სამედიცინო ენაზე უწოდებენ, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია არც ახალი და არც იშვიათი მოვლენაა. ყველას არ შეუძლია სასმელის საკუთარი ნორმა განსაზღვროს. ზოგს ნაბახუსევი ორი კათხა ლუდის შემთხვევაშიც კი აქვს, სხვას კი შეუძლია ერთ ბოთლ ღვინოსაც სერიოზული შედეგების გარეშე გაუმკლავდეს.

 

ჯერ კიდევ ცნობილი გერმანელი მწერლის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს დროს, გერმანელი სტუდენტების ლექსიკაში გაჩნდა ევფემიზმი - Katzenjammer, რაც სიტყვასიტყვით "კატის კნავილს" ან "კატის კონცერტს" ნიშნავს. თუმცა ეს ტერმინი გადატანითი მნიშვნელობით "ალკოჰოლის დიდი დოზით მიღების შედეგად, გულისრევისა და ღებინებისგან ტანჯვას ნიშნავს". იმდროინდელი სტუდენტური წვეულებები მხოლოდ მხიარული დღესასწაულის ფარგლებს სცილდებოდა და მომდევნო დილას შესაბამისი შედეგიც დგებოდა.

 

გასაკვირი არ არის, რომ გერმანიაში თავის ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებებთან დაკავშირებულ ნაბახუსევის სინდრომს უწოდეს სიტყვა Kater-ი, რომელიც Katzenjammer-ის კონცეფციის შესაბამისია და მისი პირდაპირი მნიშვნელობაა "კატა". "Ich habe einen Kater" (სიტყვასიტყვით: "მე მყავს კატა") - ეს გერმანული გამოთქმა ნაბახუსევის მდგომარეობაზე მიუთითებს.

 

აცრა „კატის“ წინააღმდეგ


ნაბახუსევის საწინააღმდეგო „ვაქცინაციაში“ ექიმები მხოლოდ სამი აუცილებელი წესის დაცვას გულისხმობენ. მთავარი წესი არის ის, რომ პირველი ორი ჭიქის დალევამდე, უნდა დანაყრდეთ. მეორე წესი მდგომარეობს იმაში, რომ წინასწარ განსაზღვროთ საკუთარი ლიმიტი, ასევე - არ დაგავიწყდეთ ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების შერევა: სასმელს მიაყოლეთ წყალი, წვენი ან ჩაი. დაბოლოს, უმჯობესია, სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელი ერთმანეთს არ შეურიოთ, აირჩიეთ მხოლოდ ერთი და ისიც თქვენი გემოვნებით. თუმცა თუ ყველა ამ გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყვა და ნაბახუსევი მაინც გექნათ, ამ მდგომარეობის შესამსუბუქებლად საკმარისზე მეტი გზა არსებობს.

 

როგორ ავირიდოთ თავიდან ნაბახუსევის სინდრომი?


ექიმები კატეგორიულად არ ეთანხმებიან გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ნაბასუხევის დროს ერთი-ორი ჭიქა ძლიერი ალკოჰოლური სასმელი უნდა დალიოთ. უფრო მეტიც, ისინი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამწვავების შესახებ გვაფრთხილებენ. ამ შემთხვევაში არც ყბადაღებული ასპირინის აბი გამოგადგებათ. ექიმების აზრით, ალკოჰოლი და მედიკამენტები საშიში ნაზავია, რომელსაც არაპროგნოზირებადი რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ამიტომაც ორგანიზმში ალკოჰოლისა და მავნე ნივთიერებების შემცველობის შესამცირებლად, საუკეთესო საშუალებაა საკვების მიღება. ამით თქვენ ორგანიზმში შეივსებთ ვიტამინების მწვავე დეფიციტს, რომელიც ალკოჰოლური ინტოქსიკაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შედეგად წარმოიქმნა.

 

მაგალითად, გერმანიაში ნაბახუსევზე მიღებულია ცხელი ბულიონი, სენდვიჩი ქაშაყით, ყველით ან ძეხვითა და მდოგვით. გერმანიის სამხრეთ რეგიონებში ხშირად სვამენ წვნიანს სახელწოდებით - Eintopf-ს, რომელიც შებოლილი ბეკონისგან ან სოსისისგან, კიტრის მწნილისა და ნივრისგან კეთდება. ნაბახუსევზე, უმჯობესია, თავი შეიკავოთ რძის პროდუქტებისგან, მაიონეზისა და ტკბილეულისგან, - გვირჩევენ ექსპერტები. ამ დროს სასწაულებს ახდენს ფინჯანი ძლიერი ყავა ან ჩაი, პომიდვრის წვენი კი ნაბახუსევი „კატისთვის“ შეიძლება იდეალურ სასმელად ჩაითვალოს.

 

ნაბახუსევზე საჭიროა სათანადოდ დაისვენოთ. დაძინებამდე მნიშვნელოვანია ოთახის განიავება, უფრო უკეთესია ღია ფანჯარაში ძილი. ექიმები დარწმუნებული არიან, რომ ძილი სხვადასხვა პრობლემის დროს საუკეთესო მკურნალია და მათ შორის, ნაბახუსევის შემთხვევაში. ძილის დროს ხომ ჩვენს ორგანიზმს რეგენერაციის პროცესისთვის ოპტიმალური პირობები აქვს. თუმცა ამ დროს მოძრაობაც სასარგებლოა. განსაკუთრებით კი - სუფთა ჰაერზე გასეირნება.

 

წყარო

წაკითხვა 247 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 18 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.