April 26, 2024

რჩევები მათთვის, ვინც 50 წელს გადააბიჯა

ქალური მომხიბვლელობის დემონსტრირება ნებისმიერ ასაკში აუცილებელია. ხშირად, სხეულის ფორმები იცვლება, ხდება წონაში მატება და როდესაც ქალებისთვის სამოსის შერჩევის საკითხზე მიდგება ჯერი, საკმაოდ დიდ პრობლემებს ვაწყდებით,

მით უფრო საქართველოში. 
გარდა იმისა, რომ ჩვენი ზომის სამოსის კატასტროფული დეფიციტია, სწორად ჩაცმის კულტურის ნაკლებობაც არის. აუცილებელი არ არის, ჩვენი სამოსი ძვირფასი ბრენდის შეკერილი იყოს.

მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, რა უნდა ჩავიცვათ.

არ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ქალი კარგავს საკუთარი გარეგნობის მიმართ ინტერესს და მთლიანად საოჯახო საქმეზე კონცენტრირდება. 
რა თქმა უნდა, ცუდი სულაც არ არის მურაბების ხარშვა და ღვეზელების გამოცხობა, მაგრამ მუდმივად უნდა ახსოვდეს ქალს, რომ ის ძლიერი, მომხიბლავი და ჭკვიანია. ეს კი ჩვენს ჩაცმულობაზე აუცილებლად უნდა აისახებოდეს. 

როგორ უნდა მივხედოთ ჩვენს ჩაცმულობას?
პირველ რიგში, აუცილებელია, გადავათვალიეროთ ჩვენი გარდერობი. 
თამამად უნდა გადავყაროთ ისეთი სამოსი, რომელიც შეკერილია იაფფასიანი ქსოვილისგან, ფორმადაკარგული ან გახუნებულია. 
გათავისუფლდით ყველანაირი მბზინავი, მბრწყინავი, წვრილყვავილებიანი, ბევრი ბაფთით გაწყობილი ან ლაპლაპა ტანსაცმლისგან. 
საკუთარი თავის პატივისმცემელი ყველა ქალის გარდერობში უნდა მოიძებნებოდეს რამდენიმე უნივერსალური ნივთი, რომლებიც დროის ცვალებადობას ნაკლებად ექვემდებარება: წყვილი კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ტყავის ორი-სამი ხარისხიანი ჩანთა, მუხლს ოდნავ ჩამოცილებული სწორი ქვედაბოლოები (თუ ექსტრავაგანტულ სტილს არ მისდევთ, მათი შეფერილობა უნდა იყოს რუხი, ყავისფერი და მუქი ლურჯი). აუცილებელია როგორც თბილ ამინდებში ჩასაცმელი ქვედაბოლო, ასევე ცივში. 
გარდა ამისა, ჩვენს გარდერობში უნდა იყოს, სულ ცოტა, ორი შარვალი და ბლუზა, რამდენიმე კაბა, კარდიგანები და პიჯაკები. 
ეს აუცილებელი სამოსის მინიმუმია.

 

გადავიდეთ აქსესუარებსა და სამკაულებზე. 
სწორედ ისინი ანიჭებს თქვენს გარეგნობას დამამთავრებელ, მომხიბლავ იერს. 
ამ ასაკში ბიჟუტერიის გამოყენებას თუ გადაწყვეტთ, იგი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. 
ისე კი ატარეთ ან ძვირფასი სამკაული, ანდა სულაც არაფერი.

 

ზოგადად, 50 წელს გადაცილებული ქალის ჩაცმულობა ხარისხიანი სამოსისგან უნდა შედგებოდეს. 
საკმარისია, შევიძინოთ რამდენიმე საბაზისო ტანსაცმელი და მათი ერთმანეთში შეხამება აღარ გაგვიჭირდება. 
უნდა გვახსოვდეს: თუ მკვეთრი და მკაფიო სტილის მიმდევარნი არ ვართ, ჩვენი სამოსის დეკორატიული მორთულობა მინიმალური, უაღრესად გემოვნებიანი უნდა იყოს, ფერადოვანი გადაწყვეტა კი ალუბლისფერში, იისფერში, ყავისფერში, ზეთისხილისფერსა და მდოგვისფერში უმჯობესია.


ფუმფულა ქალებს ძალიან უხდებათ ტუნიკები და კარდიგანები. 
ისინი ოსტატურად ფარავს თეძოების ხაზს და ვიზუალურად ამცირებენ მათ მოცულობას. 


იგივე შეიძლება ითქვას ტრაპეციის ფორმის ქვედაბოლოსა და А-ს ფორმის სილუეტის კაბებზე. 
კაბებისთვის იდეალურია ერთი ტონის ქსოვილის არჩევა. 
ასევე, მოგიხდებათ თეთრი, იისფერი, პირისფერი სვიტრები.

 

არასოდეს დაგეზაროთ მაკიაჟის გაკეთება!

მაკიაჟი რაც შეიძლება ბუნებრივი უნდა იყოს - ხომ გახსოვთ, საუკეთესოდ გაკეთებული მაკიაჟი ის არის, რომელიც თვალში არ გვხვდება. 
უნდა დავივიწყოთ მკვეთრი ფერები, ლაპლაპა ტუჩსაცხი და ფერადი ტუში. 


მაკიაჟმა ასაკი კი არ უნდა მოგვიმატოს, არამედ სიცოცხლე და მიმზიდველობა უნდა მოგვანიჭოს. 


ინდივიდუალობის ხაზგასასმელად ატარეთ ხარისხიანი აქსესუარები: შარფები, შლაპები, სათვალეები და სხვ. უდავოა, რომ 50 წელს ზემოთ ქალებს ძალიან უხდებათ მარგალიტი და ნატურალური ქვებისგან დამზადებული სამკაულები. ნუ დაგვავიწყდება ეს!

ჩვენი სამოსი არამყვირალა პრინტებით უნდა იყოს გაწყობილი - ზოლები, კუბოკრული, გეომეტრიული ნახატი სასურველია, მხოლოდ გონივრულ ფარგლებში. 


თვალყური ადევნეთ ფერებს, რომლებიც თავენს გარდერობში ჭარბობს - ისინი უნდა იყოს ნატურალური და ბუნებრივად გამოიყურებოდეს. 
თუ შავ ფერს ვერ ელევით, ტრაგედია არ არის, მაგრამ თუ თქვენი გარდერობი მთლიანად შავი ფერისგან შედგება - ეს ნამდვილად ტრაგედიაა. 


შეეცადეთ, თქვენი ჩაცმულობა გადაახალისოთ და სამგლოვიარო ძაძებს არ დაამსგავსოთ. 


ახლა სწორედ ისეთ ასაკში იმყოფებით, როდესაც საკუთარი თავისთვის დროის დათმობა არ უნდა გენანებოდეთ.

 

წყარო: newposts.ge

წაკითხვა 1199 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 16 2018

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.