April 27, 2024

ინტერიერის გასალამაზებელი საჩუქრების საახალწლო იდეები

დეკემბრის მიწურული ის პერიოდია, როცა ყველა ცდილობს ბინა საახალწლოდ ორიგინალურად მორთოს.

სცადეთ და ინტერიერი თქვენთვის კი არა, თქვენი საყვარელი ადამიანების გემოვნების გათვალისწინებით მორთეთ, ან აჩუქეთ საყვარელ ადამიანებს.

კლასიკა: სანთლები

 


სანთელი სახლში მუდამ ქმნის რომანტიკის, სიმშვიდის შეგრძნებას. გამოიყენეთ კლასიკური თეთრი ფერის გრძელი და წვრილი, ან დაბალი და მსხვილი (მყარი) სანთლები.


მათ ზედმეტი დეკორაცია აღარ მოუხდებათ. უბრალო, სადა სადგამი შეურჩიეთ. 

წიგნის საყრდენი

 


ეს შეიძლება იყოს ცხოველის სილუეტი ან დეკორაცია.


თუ მას საბავშვო ოთახში დადგამთ, პატარას წიგნების სიყვარულსა და 
მათი მოფრთხილების სურვილს აღუძრავთ.

 

დეკორატიული ბალიშები




თუ იცით, რომ თქვენს მეგობარს ბალიშები უყვარს, შეურჩიეთ სხვადასხვა დიზაინისა და პრინტის ბალიშის ჩასადები. 
სახლი-სანათი




სიმყუდროვის შექმნა თუ გსურთ, მეტალის, თიხის ან ხის სახლებით ინტერიერი მორთეთ, რომლებსაც შიგნიდან სანთლით გაანათებთ.

ტექსტილის ნოხი

 


წავიდა მძიმე ხალიჩების დრო. ახლა მსუბუქი, დაპრინტული და ლამაზი ნოხებია მოდაში. 
ელექტრონული გირლანდა

 


საახალწლო განწყობის შესაქმნელად ოთახის კედელი ელექტრონული გირლანდით მორთეთ და ზედ სასიამოვნო ფოტოები მიამაგრეთ.

მინის ტარა

 


დეკორატიული ქილა კანფეტების ან ორცხობილის შესანახად სამზარეულოშიც კი სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნი.

 

 

 

https://marao.ge/

 
 
წაკითხვა 1919 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 11 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.