ნაკლებად ცნობილი და ეფექტური მეთოდები იმისთვის, რომ თმამ იბრწყინოს

თუ თმის მოვლის ეფექტურ მეთოდებს ეძებთ, ეს სტატია თქვენთვისაა.

თმას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება იმისვის, რომ ჯანსაღი იერი შეინარჩუნოს და მუდამ ბრწყინავდეს. ამიტომაც, თმის მოვლისთვის მარტივი და ჯადოსნური ეფექტის მქონე მეთოდები შეგირჩიეთ.

 

1. საჭმელი სოდა ცხიმიანი თმისთვის

საჭმელი სოდის გამოყენება სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ აბაზანის მიღებისას სკრაბის ფუნციით, კბილების გასახეხად და ასევე თმის დასაბანად. თუ უსაფრთხო და ბუნებრივ გზას ეძებთ ცხიმიანი თმისა და თავის ქალის დასაბანად, საჭმელი სოდის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალებაა.

 

გახსენით ერთი სუფრის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალში და შეიზილეთ ის თმის ძირებში. გამოიყენეთ რეგულარულად თმის დაბანის დროს და შედეგი მალევე სახეზე იქნება. თმა გაჯანსაღდება და უფრო მბზინავი გახდება.

 

2. თმის კონდიციონერი, როგორც შამპუნი

ამ მეთოდს ხვეულთმიანი გოგონები იყენებენ. მეთოდი თმის დაბანას შამპუნის ნაცვლად კონდიციონერით გულისხმობს. ის აჯანსაღებს თმას. ნაკლებად სასარგებლოა ცხიმიანი თმისთვის. თუ  გამომშრალი თმა გაქვთ, ექსპერტები გირჩევენ, რომ პერიოდულად შამპუნი თმის კონდიციონერით ჩაანაცვლოთ.

 

3. კანის მოვლის საშუალებები თავის ქალისთვის

დიდი ალბათობით, თავის ქალის მოვლაზე ისე არ ზრუნავთ, როგორც სახის კანზე, მაგრამ როგორც დერმატოლოგი დენის გროსი ამბობს, პეპტიდების, ან სილიცილის მჟავის შემცველი პროდუქტების გამოყენება თმასა და თავის ქალაზე აჯანსაღებს თმას, ხელს უწყობს მის ზრდას და აუმჯობესებს თმის ფოლიკულს.

 

შემდეგ ჯერზე, როდესაც თმის მოვლის ახალი პროდუქტის ძებნას დაიწყებთ, არჩევანი შეაჩერეთ იმ პროდუქტზე, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ინგრედიენტებს შეიცავს.

 

4. შაქარი თავის ქალისთვის

დროდადრო ისევე, როგორც სხეულის სხვა ნაწილების კანს, თავის ქალასაც სჭირდება ექსფოლიაცია, რაც მკვდარი უჯრედების მოშორებას გულისხმობს. ორ კოვზ ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 2-3 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.

 

შეაზავეთ ყველა ეს ინგრედიენტი პატარა თასში, თმა გაყავით ხუთ ნაწილად და წაისვით მიღებული მასა ხელის ნელი და წრიული მოძრაობით თავის ქალაზე. დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში გაიკეთეთ ამგვარი მასაჟი, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.

 

 

https://regarder.ge/

წაკითხვა 692 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 22 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.