April 27, 2024

ორგანიზმიდან მარილების გასადევნი ხალხური საშუალებები

როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან მარილები ხალხური საშუალებებით: გაატარეთ ათი ცალი ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ ქილაში, დაუმატეთ 30 გრამი ინგლისური მარილი და ერთი ლიტრი ანადუღარი, გაცივებული წყალი.

კარგად აურიეთ ერთმანეთში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ და შემდეგ დოლბანდში გაწურეთ. წვენი დალიეთ ღვინის ჭიქით, ჭამამდე, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი სამი დღეა. აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.

 


- მარილების დაგროვებისას ასევე სასარგებლოა 300 გრამი წყლისა და ათი ცალი დაფნის ფოთლის ნახარში. ხარშეთ ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ თბილად შეფუთეთ, ოთხ-ხუთ საათს გააჩერეთ და მიიღეთ. ერთი კვირის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. სახსრების ტკივილი აუცილებლად გაგივლით.

 

- მარილებს ორგანიზმიდან ასე გამოდევნით: წვრილად დაჭერით ნიახური. დაასხით ერთი ქილა მაწონი და დილამდე გააჩერეთ. დალიეთ დილით, უზმოზე. ასევე, წვრილად დაჭერით ერთი კონა ნიახური, დაასხით 300 მლ ცივი წყალი და სვით უზმოზე, დილაობით, ერთი კვირის განმავლობაში.

 

https://mkurnali.ge/

წაკითხვა 1728 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 07 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.