"ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს, არა, არა და არა"- ალეკ ბოლდუინი

ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ABC-სთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს საიდან მოხვდა ნამდვილი ტყვიები გადასაღებ მოედანზე.

ბოლდუინის თქმით, ის არასდროს არავისკენ მიმართავდა იარაღს და ჩახმახისთვის ხელი არ გამოუკრავს.

 

„ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს. არა, არა, არა და არა. იარაღს არასდროს არავისკენ მივმართავდი და ჩახმახს არ გამოვკრავდი. ინსტრუქტაჟის დროს, როცა მე საქმიანობა ამ სფეროში დავიწყე, მასწავლეს, რომ არასოდეს გამოვკრა ჩახმახს ხელი. მითხრეს, რომ ეს ცეცხლსასროლ იარაღს აზიანებდა და ამას არასოდეს ვაკეთებდი“, -განაცხადა მან.

 

მსახიობმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტის გამო მისი დაკავება ნაკლებად სავარაუდოა.

 

”მე კვალიფიცურმა ადამიანებმა მითხრეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დანაშაულისთვის ბრალი წამიყენონ და დამაკავონ”, - თქვა მან.

 

ბოლდუინმა ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორი, ჰალინა ჰატჩინსი გაიხსენა და თქვა, რომ ის ძალიან კარგი ადამიანი იყო.

 

„ის იყო ადამიანი, რომელიც უყვარდა ყველას, ვინც [მასთან] მუშაობდა, ის ყველას უყვარდა. და ყველა მისით აღფრთოვანებული იყო... ახლაც მიჭირს დაჯერება, რომ ის წავიდა”, -განაცხადა მსახიობმა.

 

შეგახსენებთ, გასულ თვეში აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნის გადასაღებ მოედანზე, ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი - დაიჭრა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

წაკითხვა 390 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 03 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.