"ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები დასახელდნენ

ოქროს გლობუსის 2022 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ფილმმა „ძაღლის ძალა“ „ოქროს გლობუსი“ კატეგორიაში „საუკეთესო დრამატული ფილმი“ მიიღო, მისი ავტორი, ახალზელანდიელი ჯეინ კემპიონი კი საუკეთესო რეჟისორი გახდა. ამის შესახებ BBCწერს.

 

საუკეთესო მიუზიკლად სტივენ სპილბერგის „ვესტსაიდური ამბავი“ დასახელდა. 

 

გამოცემის ინფორმაციით, საუკეთესო კაც მსახიობად დრამატულ ფილმში უილ სმიტი დასახლდა („მეფე რიჩარდი“), საუკეთესო ქალ მსახიობად კი ნიკოლ კიდმანი („რიკარდოს როლში“). საუკეთესო მიუზიკლად სტივენ სპილბერგის „ვესტსაიდური ამბავი“ აღიარეს. საუკეთესო დრამატული სერიალი „მემკვიდრეები“ გახდა. გამარჯვებულთა სრული სიის ნახვა  ამ ბმულზეა  შესაძლებელი.

 

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის დაჯილდოების 79-ე ცერემონია ნომინანტების მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. ის არც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა - ტელეკომპანია NBC-მ ტრანსლაციაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც 2021 წლის თებერვალში დაჯილდოების ორგანიზატორები ჟიურიში შავკანიანი წევრების არარსებობის გამო გააკრიტიკეს.

 

„ოქროს გლობუსის“ ცერემონია 1944 წლიდან, ყოველწლიურად იმართება.

წაკითხვა 359 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.