რაშია 54 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსის სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლო

ოსკაროსანი მსახიობი კეტრინ ზეტა ჯონსი წლების განმავლობაში შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს და იდეალურად გამოიყურება. 54 წლის ვარსკვლავი ბევრი ადამიანისათვის შთაგონებაა და ხშირად ინტერესდებიან, რაშია მისი სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლო.

"საკუთარი თავი ლამაზად არასდროს მიმაჩნდა, მაგრამ რაც ასაკი მომემატა, უფრო თავდაჯერებული გავხდი. ჩემი მიდგომა ჩემსავე საქმიანობაზეც ახდენდა გავლენას. უკვე მრავალი წელია, ლამაზი ქალების როლებს აღარ ვირჩევ და უფრო მეტად არასტანდარტული პერსონაჟები მაინტერესებს." - თქვა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

ჰოლივუდის ვარსკვლავს პლასტიკური ქირურგიისათვის არასოდეს მიუმართავს, თუმცა წითელ ხალიჩაზე ისევე ბრწყინავს, როგორც 20, ან თუნდაც 30 წლის წინ.

 

რაციონი

საკუთარი კვების მოდელსა და რაციონზე კეტრინ ზეტა-ჯონსი ამბობს: "არანაირ დიეტას არ ვიცავ, როცა მშია, ვჭამ." ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ დილას ფინჯანი ყავით, ფაფით, ან უცხიმო იოგურტითა და კენკრით იწყებს.

ლანჩისთვის მას გემრიელი, მაგრამ დაბალკალორიული სალათა აქვს, რომლისთვისაც ისპანახს, რუკოლას, პომიდორს, თხილეულს, ლურჯ ყველსა და ზეითუნის ზეთს იყენებს.

სადილზე საკუთარ თავს უფლებას აძლევს, ყავა ფუნთუშასთან ერთად მიირთვას, ვახშმად კი თევზი, ან თეთრი ხორცი, ასევე ვაშლის, ავოკადოს, ფორთოხლისა და ლეღვის სალათა აქვს.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, კვირაობით, ადეკვატური რაოდენობით ჭამს ყველაფერს, რაც უყვარს, თუნდაც ეს არაჯანსაღი იყოს.

 

სპორტი

სპორტს ვარსკვლავის ყოველდღიურობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

"თუ ფიზიკურად აქტიური არ ვარ, სტრესს განვიცდი. ამიტომ, ყოველდღე ვვარჯიშობ და სხვადასხვა აქტივობა ძალიან მიყვარს." - ამბობს კეტრინი. როგორც მსახიობი აღნიშნავს, სპორტული აქტივობები ეხმარება, არა მხოლოდ შეინარჩუნოს შესანიშნავი ფიზიკური ფორმა, არამედ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება და ბევრად უფრო მხიარული და ხალისიანია. კეტრინ ზეტა-ჯონსი ვარჯიშობს ტრენერის დახმარებით, ხშირად ცურავს, მიმართავს იოგას, ცეკვავს და სეირნობს.

 

11-1704398498.jpg

თმა

ვარსკვლავის თქმით, თმაზე ექსპერიმენტების ჩატარებას ყოველთვის ერიდებოდა. თმის საშრობს იშვიათად იყენებს. მკვებავი ზეთით ატენიანებს და თმის ბოლოებს გაყოფისაგან იცავს. როგორც ცნობილია, კეტრინ ზეტა-ჯონსი კვირაში ერთხელ ლუდისა და თაფლისაგან ნიღაბს აკეთებს და თმაზე ისვამს. მართლაც, ბუნებრივი და ჯანსაღი თმა მსახიობის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათია.

10-1704398513.png

სახე

ლამაზი და ჯანსაღი კანი იდეალური იმიჯის გასაღებია. სწორედ ამიტომ ვარსკვლავი მარწყვის, ანანასისა და თაფლის ნიღაბს ხშირად ამზადებს. დამატენიანებელ და მკვებავ კრემს რეგულარულად იყენებს. მზისგან დამცავი კრემი არასოდეს ავიწყდება და პერიოდულად პროფესიონალ კოსმეტოლოგებს მიმართავს.

 

წყარო

წაკითხვა 82 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.