მსახიობები, რომლებსაც შესრულებულმა როლებმა სერიოზული ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენეს
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანის აზრით, ჰოლივუდის ვარსკვლავებს საკმაოდ უდარდელი ცხოვრება აქვთ, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ყოველი ახალი ფილმი უმძიმესი შრომაა მსახიობისთვის, ზოგიერთი როლი კი დიდ მსხვერპლსაც მოითხოვს.
შელი დიუვალი
შელი დიუვალისთვის სტენლი კუბრიკის ლეგენდარულ ჰორორში "SHINING" თამაში საკმაოდ დიდი სტრესი იყო, რადგან, რეჟისორის მოთხოვნით, გადაღებების დროს ხშირად 12 საათის განმავლობაში ტირილი უწევდა. ასეთი რეჟიმის შემდეგ ის დიდი ხანი ებრძოდა დეპრესიას.
აილა ფიშერი
აღმოჩნდა, რომ აილა ფიშერი ფილმში Now You See Me მონაწილეობისას კინაღამ უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. იმ სცენის გადაღებისას, როდესაც პერსონაჟი ფოკუსის ჩასატარებლად წყლით სავსე აუზშია ჩაკეტილი, მსახიობს ჯაჭვები უნდა მოეხსნა და წყლის ზედაპირზე უნდა ამოსულიყო, ფიშერის ჯაჭვი გაიჭედა და ქალი კინაღამ დაიხრჩო. გარშემომყოფთ დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ ის უბრალოდ კარგად თამაშობდა, სინამდვილეში კი ფიშერი იხრჩობოდა.
ჯანეტ ლი
ალფრედ ჰიჩკოკის ჰორორში "PSYCHO" თამაშის შემდეგ, ჯანეტ ლის დიდი ხნის განმავლობაში ბანაობის ეშინოდა. ის თავისი სახლის ყველა კარს და ფანჯარას კეტავდა, ხოლო აბაზანის შესასვლელს ღიას ტოვებდა, რათა უცხოს მოსვლის შემთხვევაში ის დაენახა.
მაიკლ ჯეი ფოქსი
ფილმში Back to the Future Part III, არის სცენა, რომელშიც მთავარ გმირს, ფოქსის შესრულებით, ჩამოახრჩობენ. ამ ეპიზოდის გადაღებაზე, მსახიობს ყელზე თოკი მართლა შემოუჭირეს, მეტი რეალობისთვის კი რეჟისორმა მსახიობს ფეხქვეშ ყუთები გამოაცალა და მხოლოდ თავისი ხელების ძალის ამარა დატოვა. ერთ მომენტში თოკი, რომელსაც დამჭერი ჰქონდა დამაგრებული, კვანძი ბოლომდე რომ არ შეკრულიყო, დამჭერიდან ამოძვრა და ფოქსი რეალურად იხრჩობოდა. საბედნიეროდ გადამღები ჯგუფი მალევე მიხვდა, რომ მსახიობი კი არ თამაშობს, არამედ რეალურად იხრჩობა.
ენ ჰეთევეი
როდესაც ენ ჰეთევეი მიუზიკლში Les Misérables თამაშობდა, მას 11 კილოს დაკლება მოუწია. ზიანს, რომელიც მსახიობმა საკუთარ ორგანიზმს მიაყენა ემოციური სტრესიც მოჰყვა. ჰეთევეი გამოტყდა, რომ გადაღებების შემდეგ ბევრი კვირა დასჭირდა, რათა რეალობას დაბრუნებოდა.
სიახლეები
- მაკარონი მდნარი ყველით
- " როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? „ოცნება“ ხომ არ ხარ? - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან "-ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე
- 3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი - 66 ადამიანი, უკრაინის მოქალაქეა - ამავე პერიოდში საქართველოდან სხვა ქვეყნის 59 მოქალაქე გააძევეს
- " ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის - გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით" - გია ვოლსკი
- "მამული, ენა და სარწმუნოება - ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას" - ირაკლი კობახიძე