ივლისი 12 2023 წაკითხვა 206 ჯერ

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მუფე შიო აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს.

ივლისი 11 2023 წაკითხვა 190 ჯერ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს.

ივლისი 11 2023 წაკითხვა 226 ჯერ

წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.

ივლისი 08 2023 წაკითხვა 195 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილ „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით განმარტავს, რომ უწყება მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა.

ივლისი 08 2023 წაკითხვა 277 ჯერ

„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, დღეს დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალის“ ფარგლებში ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება.

ივლისი 07 2023 წაკითხვა 182 ჯერ

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე მე-9 სხდომა გამართა, სადაც დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები იქნა დამტკიცებული.


სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.


მიღებული გადაწყვეტილებით წარმომადგენლობითმა ორგანომ მხარი დაუჭირა, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანას.


ცვლილება ემყარება, 2010 წლის 30 ივლისის საქართველოს მთავრობის №1015 განკარგულებას. რომლის შედეგადაც, შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა პერიოდულად უნდა განიხილოს, შიდა აუდიტის დებულება და მასში შესაბამისი ცვლილების განხორციელების მიზნით, წინადადებები დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგინოს.


ვინაიდან, შიდა აუდიტი აფასებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემას, რისკების მართვის ეფექტიანობას და გასცემს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია სამსახურში ჩამოყალიბდეს შიდა აუდიტისა და გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილებები.


​ცვლილება შევიდა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმასა და ნუსხაში, რომლის თანახმადაც შეიცვალა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე ირიცხება.

გვერდი 52 სულ 643
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.