"თუ სავაჭრო ობიექტების მხრიდან დარღვევები დაფიქსირდება, მკაცრ ზომებს გამოვიყენებთ"

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ რეგულაციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებულია.

 

მისი თქმით, თუ სავაჭრო ობიექტების მხრიდან რეგულაციების დარღვევას ექნება ადგილი, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

 

„ჩვენ დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი, რასაც ყველა ნორმალურ ვითარებაში შეჩვეული ვართ, ეს იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი. ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩვენია, ხელისუფლების, მაგრამ ამავდროულად, თვითონ სავაჭრო სექტორიც მზადაა, რომ ეს პასუხისმგებლობა იტვირთოს. თუ დარღვევები იქნება, ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული, რადგან ეს გადაწყვეტილება უპირობო არაა და როგორც კი ნიშნები გაჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი შეზღუდვებს არღვევს, სრული უფლება გვაქვს გამოვიყენოთ ჯარიმა და საქმიანობა შევუჩეროთ“, - აღნიშნა თურნავამ.

წაკითხვა 454 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 22 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.