May 2, 2024

"რეგულაციების გამკაცრება სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს"- გიორგი კეპულაძე

დღეს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდეს. 

"ყველა კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე. ინფიცირების დღიური მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ინფიცირების დონე მაინც რჩება მაღალი,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

რამდენად გამართლებულია შეზღუდვების გამკაცრება და ეკონომიკურად რა შედეგებამდე მიგვიყვანს ეს? ამ და სხვა საკითხებზე FirstNews.ge- ს „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე  ესაუბრა.


- ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე სამწუხაროდ, მთავრობას უწევს გარკვეული შეზღუდვების გამკაცრება. ეს ძალიან ურტყამს ქვეყნის ეკონომიკას. წელს ნავარაუდები იყო, რომ იკვეთებოდა 5%-იანი ვარდნა, თუმცა ამ ფონზე შესაძლებელია ვარდნა უფრო მეტიც იყოს. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს, გაცილებით მეტ ადამიანს შეუმცირდება შემოსავალი,  რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკურად ქვეყნისთვის უკან დამხევია. აღსანიშნავია, რომ ეს სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. ისედაც ღარიბ ქვეყანაში, სადაც 300 000 -მდე ადამიანი არის სოციალურად დაუცველის დახმარების მიმღები. შესაბამისად ყველა რეგულაციის დაწესება უნდა მოხდეს იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს უმუშევრობის ზრდას და ადამიანებისთვის შემოსავლების ზრდას. 

 

- ექსპერტების თქმით 2021 წლის იანვარ-თებერვალი ეკონომიკურად მძიმე იქნება. რას უნდა ველოდოთ? 

- ამ რეგულაციების ფონზე უკვე ჩანს, რომ შემდეგი წელიც არ იქნება ადვილი. 2021 წელს მოსალოდნელია საბანკო სესხებზე ვადაგადაცილების ზრდა. ბევრი ადამიანი ვერ მოახერხებს უბრალოდ სესხების გადახდას. ვინც უმუშევარი დარჩა მათ გაუჭირდებათ სამსახურის მოძებნა. მომავალ წელს 5%-იანი ზრდა იყო ნავარაუდები, მაგრამ ბოლო პროგნოზებით 4%-მდე შემცირდება. 2019 წლის ეკონომიკის მაჩვენებელზე ალბათ 2022 წელს გავალთ, ყველაზე კარგ შემთხვევაში. ეს კი ნიშნავს კიდევ უფრო მეტ უმუშევარ ადამიანს და შემცირებულ ეკონომიკას. ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა სიღარიბეა და ამ სიღარიბიდან ამოსვლას სამწუხაროდ, უფრო და უფრო ვაგვიანებთ.

 

- კონკრეტულად რომელ სფეროს შეექმნება პრობლემები?

- განსაკუთრებული პრობლემები შეექმნება ტურიზმის სფეროს და მასთან დაკავშირებულ ბიზნესებს, ეს იქნება ტრანსპორტი, რესტორნები და სასტუმროები, ავია მიმოსვლა, რომელიც იმედია 2021 წლის პირველ ნახევარში ალბათ აღდგება. ასევე - ისეთ სფეროებს, სადაც ხალხის დიდი რაოდენობით თავმოყრაა საჭირო ან უცხოეთიდან შემოსვლა - მოგზაურობა. თუმცა უპრობლემოდ არ დარჩება არცერთი სფერო და ბიზნესი. გარკვეულ წილად ეკონომიკური ვარდნის სუსხს ყველა სფერო იგრძნობს, საკუთარ თავზე და ჯიბეზე.

 

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს სრული მოცულობით:

1. ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში

2. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;

3. ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით

4. 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით ზემოთაღნიშნულ ქალაქებში კოვიდ-უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები. (ვრცლად იხილეთ ბმულზე)

წაკითხვა 671 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 23 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.