May 17, 2024

2020 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო

2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

 

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 476.3 მლნ. აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 441.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 441.1 მლნ. აშშ დოლარით.

 

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 1 407.0 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 887.2 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 708.7 მლნ. აშშ დოლარით.

 

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 1 597.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 328.2 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 1 185.0 მლნ. აშშ დოლარით.

წაკითხვა 439 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.