May 2, 2024

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გადაადგილების შეზღუდვის თუნდაც 23:00 საათამდე გადაწევას ითხოვს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ე.წ. კომენდანტის საათის სულ მცირე ორი საათით გადაწევის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ სოციალური თუ სხვა ვალდებულებების დასაფინანსებლად და ზოგადად ქვეყნის საზოგადოებრივი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის საჭიროა ძლიერი ეკონომიკის არსებობა, რის საფუძველსაც სწორედ რომ ბიზნესი ქმნის.

 

ბიზნეს ასოციაციის ცნობით, აღნიშნულის ფონზე, უკიდურესად მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს ბიზნეს სექტორს, რომელიც, თავის მხრივ, პანდემიის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა.

 

„ვიზიარებთ რა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების სამართლიან და ობიექტურ ინტერესებს, ვაცხადებთ, რომ დღეს ბიზნეს სექტორისთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სრული გახსნა და დაწესებული შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება. უპირველეს ყოვლისა, კი აუცილებელია კომენდანტის საათის გაუქმება ან მისი სულ მცირე ორი საათით გადაწევა. კომენდანტის საათის ამ შინაარსით არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიების საოპერაციო ხარჯებს, არ იძლევა ეკონომიკური სარგებლის მიღების საშუალებას და შესაბამისად მძიმე ტვირთად აწვება და აუარესებს პანდემიის გამო კომპანიების ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ ფინანსურ მდგომარეობას.

 

კომენდანტის საათის თუნდაც 23:00 საათამდე გადაწევა უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება იმისათვის, რომ ბიზნეს სუბიექტებმა თანდათანობით დაიწყონ ჩვეულებრივ რეჟიმში საქმიანობა და შეძლონ იმ ზარალის შემცირება, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში განიცადეს და დღესაც განიცდიან. აღნიშნული ასევე პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ბიზნეს სუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან“, – აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

წაკითხვა 487 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.