April 26, 2024

საქართველოში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა იგეგმება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ვარაუდობენ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45 % დაბრუნდება.

ამის შესახებ საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ვაკო ჭილაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ფრენების აღდგენასთან ერთად ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლაც იგეგმება.

 

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირებას იწყებს ქართული ავიაბაზრისათვის აბსოლუტურად ახალი ავიაკომპანია FlyArystan-ი, რომელიც არის ყაზახური პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. 

 

ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EuroWings-ი, რომელთანაც მოლაპარაკებებს ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვაწარმოებდით. ამ ავიაკომპანიასთან მიმართებაში საკმაოდ გრძელვადიანი გეგმები და დადებითი მოლოდონი გაქვს.

 

მესამე ახალი ავიაკომპანია, რომელიც 2021 წელს შემოდის საქართველოს ავიაბაზარზე უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ა, რომელიც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით გეგმავს ფრენებს”, - განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ავიაბაზარს უცხოური ავიაკომპანიები ნელ-ნელა უბრუნდებიან და წლის ბოლომდე ქვეყნის ავიაბაზარი 30-მდე ავიაკომპანიით იქნება წარმოდგენილი.

წაკითხვა 372 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.