April 26, 2024

შიდა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ, შესაძლოა, გაზარდოს ლარის მერყეობა - IMF

“შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის განახლებამ შეიძლება გაზარდოს ლარის გაცვლითი კურისის მერყეობა, ხელი შეუშალოს ინვესტიციებს და რწმენას ეკონომიკის მიმართ", - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განცხადებაში. 

 

ამასთან, IMF-ის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისთვის “სასიცოცხლოდ აუცილებელია” განახლდეს სტრუქტურული რეფორმების პროცესი.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი რამდენიმე ძირითად მიმართულებას გამოყოფს. მათ შორისაა განათლების სისტემის რეფორმა და პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესება და სასამართლო რეფორმის განხორციელება.

 

IMF აღნიშნავს, რომ უმუშევრობის მაღალი დონე და მასთან დაკავშირებული უთანასწორობა საქართველოსთვის გრძელვადიან გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც COVID-19-ის გავლენით უფრო გამძაფრდა. 

წაკითხვა 378 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.