წლიურად ლარის კურსი 7.3%-ით გამყარდა

სექტემბერში ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.1167-დან 3.1155-მდე შეიცვალა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.6688- დან 3.6725-მდე, ანუ 0.1 პროცენტით გაუფასურდა.

 

საანგარიშო პერიოდში ლარი დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.1228, ხოლო მინიმალურმა 3.1099 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა – 0.2 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.2 პროცენტი დაფიქსირდა.

 

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი რუსული რუბლის მიმართ საშუალოდ – 1.0 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ – 0.5 პროცენტით და ევროს მიმართ 0.1 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირის მიმართ საშუალოდ 0.5 პროცენტით გამყარდა. აზერბაიჯანული მანათის მიმართ პრაქტიკულად უცვლელი დარჩა

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 7.3 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.6 პროცენტით გამყარდა.

წაკითხვა 307 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.