May 4, 2024

"საქართველო მზად არის, ხელი მოაწეროს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას"

საქართველო სრულად მზად არის, ხელი მოაწეროს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი კონგრესმენების წერილზე, რომლითაც აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართეს.

 

"ძალიან დროული და მისასალმებელი მიმართვაა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდია აშშ-ის მთავრობის, აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ჩვენი მოსახლეობის მიმართ და ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიმართ, რადგანაც ის პათოსი, რომელიც იკითხება კონგრესმენების წერილში, ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგიც, თუკი რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში არის სრულად მზად, რომ დაიწყოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს არის საქართველო.

 

ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ ამისთვის, მთლიანად, ხელისუფლებამ, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრომაც ბოლო წლების განმავლობაში იმუშავა ძალიან აქტიურად აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობასთან, რათა ყველა წინაპირობა დამდგარიყო იმისთვის, რომ გადავიდეთ უშუალოდ მოლაპარაკებაზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

წაკითხვა 286 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.