May 4, 2024

როგორია ინფლაციის დონე პანდემიის დაწყებიდან დღემდე

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტმა პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით ქვეყანაში ინფლაციის დონის ცვლილება მიმოიხილა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ყოველთვიური ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე წლიურ ჭრილში საშუალოდ 9.3%-ით იზრდებოდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა თითქმის ყველა ძირითად სასურსათო პროდუქტზე. ასევე გაიზრდა სურსათზე დანახარჯების წილი შინამეურნეობების მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში, 43%-დან 2019 წელს 47.4%-მდე 2020 წელს. სურსათის ფასების ინდექსის (FPI) თანახმად, 2021 წლის აგვისტოში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები მკვეთრად, 16.2%-ით გაიზარდა 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2011 წლის ივლისის შემდეგ.

 

საქსტატის თანახმად, 2021 წლის აგვისტოში ფასები გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ყველა ქვეჯგუფში: ზეთი და ცხიმი (+43.9%); ბოსტნეული და ბაღჩეული (+42.2%); რძე, ყველი და კვერცხი (+17.3%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+16.9%); პური და პურპროდუქტები (+13%); თევზეული (+11.9%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+11.5%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (+8.3%); ყავა, ჩაი და კაკაო (+6.8%); ხილი და ყურძენი (+5.4%).

 

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

 

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.1 პროცენტით განისაზღვრა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე 2022 წლის გაზაფხულიდან ქვეყანაში ინფლაციის კლებას პროგნოზირებს.

წაკითხვა 283 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.