"საუდის არაბეთი მზად არის, გაზარდოს ნავთობის მოპოვება, თუ ბაზარზე დეფიციტი გაჩნდება"- „ფაინენშალ თაიმსი“

ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყება, რომ საუდის არაბეთი მზად არის, გაზარდოს ნავთობის მოპოვება, თუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების გამო, ბაზარზე დეფიციტი შეიქმნება.

როგორც გამოცემა წერს, საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვების გაზრდა სექტემბერში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ეს სავარაუდოდ ივლისში ან აგვისტოში მოხდება.

 

ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, საუდის არაბეთმა საკუთარი პოზიცია შეცვალა, რათა ნავთობზე ფასების გაკონტროლება შეძლოს, აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაახლოების ფარგლებში.

 

როგორც გამოცემა წერს, ოფიციალურ განცხადებას ნავთობის მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთი ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის „ოპეკის“ შეხვედრის შემდეგ გააკეთებს, რომელიც დღეს იმართება.

წაკითხვა 312 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.