"გასულ კვირას საწვავის ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა" - ლაშა ხუციშვილი

გასულ კვირას საწვავის ფასი დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა, მოლოდინი გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება საწვავის ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საწვავის ფასის კორექტირება დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ნავთობის ფასებზეც, რომელიც ხუციშვილის თქმით, შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

 

„საწვავის ფასებთან დაკავშირებით ჩვენ სექტორთან გვქონდა შეხვედრა. განვიხილეთ ის ტენდენციები, რაც არსებობს საერთაშორისო ბაზარზე. იცით, რომ გასულ კვირას, ფასის შემცირების მიმართულებით მოხდა დაახლოებით 10-თეთრიანი კორექტირება. მოლოდინი არის, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება აღნიშნული კორექტირება. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე, რომელიც შემცირების ტენდენციით ხასიათდება, 90-95 დოლარის ფარგლებში მერყეობს გასული კვირების განმავლობაში. ბუნებრივია, ამ ტენდენციას ეყრდნობა ის ვარაუდები, მოლოდინები, რაც საწვავის ფასთან დაკავშირებით გვაქვს – ის, რომ აგვისტოს ბოლომდე შესაძლებელია, კიდევ მოხდეს ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 
წაკითხვა 265 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 15 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.