April 27, 2024

XX ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების გამარჯვებული კომპანია და გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა.

 

წელს უკვე მეოცედ საქართველოს საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოსავლენად მედიაჰოლდინგი “The Georgian Times”-ის მიერ დამკვიდრებული ტრადიციული ბიზნეს რეიტინგი გამორჩეულად ჩატარდა. ტრადიციულად, რეიტინგების დათვლას საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი “გორბი“ აწარმოებდა.

 

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ის მშვენიერი მანიფესტაციაა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მედიამ და ბიზნესმა იმეგობრონ. მე-20 წელია, რაც ბიზნესების შერჩევის საღამო ტარდება, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ მასპინძლობს და ჩვენ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ.

ბიზნესის შერჩევა რამდენიმე საფეხურით ხორციელდება:

• ოფიციალური მონაცემები, თუ რა წვლილი შეიტანა კონკრეტულმა ბიზნესმა ქართულ ბიზნესში;

• პანელი ექსპერტები თითოეულ ბიზნესს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებენ;

• და რაც ყველაზე მთავარია, შერჩეული ბიზნესმენები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელია წლის საუკეთესო ბიზნესი. ბიზნესის წარმომადგენლებს ბიულეტენები დაურიგდებათ და ისინი მათი აზრით 2018 წლის საუკეთესო ბიზნესმენებს ხმას მისცემენ. ეს შედეგები დაითვლება და საუკეთესო ბიზნესი გამოცხადება,”- განაცხადა Firstnews.ge-თან საუბარში საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია -„გორბის“ ხელმძღვანელმა მერაბ ფაჩულიამ.

 

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების შესახებ მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი გვესაუბრა.

 

"ჩვენი მიზანია, გამოვავლინოთ ყოველმხრივ წარმატებული კომპანიები. ფინალში გასული კომპანიები თავიანთი რიგებიდან საუკეთესოს ირჩევენ, რომელსაც გრამპრი გადაეცემა. ბიზნესის დაჯილდოება 1995 წელს დავაარსეთ. იდეა, რა თქმა უნდა, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსს“ ეკუთვნის და მას შემდეგ ყოველწლიურად ვატარებთ. ჩვენი იდეა იყო, რომ საქართველოში ბიზნესი როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ძალა წარმოჩენილიყო და ვფიქრობ, ეს შევძელით. 20 წლის წინ პირველი დაჯილდოების ცერემონიალი სწორედ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ დარბაზში ჩატარდა, სადაც გამარჯვებული 11 კომპანია იყო. მაშინ „თიბისი ჯგუფმა“ გაიმარჯვა. იქიდან მოყოლებული ბიზნეს რეიტინგს ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ და მონაწილე კომპანიებიც მრავლდებიან.

 

კომპანიების შერჩევა 14 კრიტერიუმის მიხედვით ხდება. ამ კვლევებს კი - საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია „გორბი“ დიდი ხანია აწარმოებს.

 

ჩვენი მიზანია, გამოვავლინოთ ყოველმხრივ წარმატებული კომპანიები. ფინალში გასული კომპანიები თავიანთი რიგებიდან საუკეთესოს ირჩევენ, რომელსაც გრამპრი გადაეცემა. გარდა ამისა, სხვადასხვა ნომინაციაში თითქმის ყველა კომპანია ჯილდოვდება.

 

წელს სიახლე გვაქვს, ჩვენ 3-4 წლის წინ ჟიური შევქმენით, რომელიც ისეთი კომპეტენტური ადამიანებისგან შედგება, რომლებმაც იციან, თუ რა ხდება ეკონომიკასა და ბიზნესში. ჟიურის ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ხელმძღვანელობს. ჟიურიმ პრიზი „წლის ინვესტორი“ დააწესა, რომელსაც ის იმ კომპანიებიდან ირჩევს, რომლებიც საინვესტიციო პროექტებზე არიან წარდგენილები. მათ ასევე ბიუჯეტში საუკეთესო გადამხდელის, ექსპორტიორის, დამსაქმებლისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრიზები დააწესეს. შესაბამისად, სხვადასხვა ჯილდოები, რომლებიც დღეს სხვადასხვა კომპანიებს გადაეცემათ, იმაზე მიუთითებს, რომ ბიზნეს რეიტინგის რეიტინგი მაღალია, რადგან ის კომპანიები მონაწილეობენ, რომლებსაც სტატისტიკის სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის მიხედვით ეს პრიზები ეკუთვნით. რა თქმა უნდა, ეს სუბიექტური პრიზები არ არის, ისინი მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებზეა დაყრდნობილი. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში უმსხვილესი გადამხდელი ბიუჯეტში, ქვეყანაში უმსხვილესი ექსპორტიორი, ქვეყანაში ყველაზე პასუხისმგებლიანი სოციალური კომპანია და ქვეყანაში ყველაზე კარგი დამსაქმებელი ამ დარბაზში იმყოფება. გარდა იმისა, რომ გრამპრის თვითონ ბიზნესმენები ირჩევენ და საუკეთესო ინვესტორსაც ამ დარბაზში ირჩევენ“,- განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

 

IMG 6335

 

ღონისძიებაზე სხვადასხვა კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებით დაჯილდოვნდენ.

 

ჯილდო, ნომინაციაში - წარმატების 80 წლიანი უწყვეტი ისტორია, საუკეთესო საიუველირო ტრადიციების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, - კომპანია "ზარაფხანას" - ნიკოლოზ ნაყოფიას გადაეცა.

 

„ჯორჯიან თაიმსს“ 20 წლის იუბილეს ვულოცავ. ჩვენთვის უდიდესი პატივია, აქ რომ ვიმყოფებით. ჩვენი კომპანია საქართველოში წლიდან წლამდე ლიდერი საიუველირეო კომპანიაა, დღეს, ამავდროულად დავჯილდოვდით როგორც საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მქონე კომპანია. ჩვენთვის ქართული ისტორია უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენს პროდუქციაში ქართული წვილი ჩავდოთ, ავთენტურობა შემოვიტანოთ, გამორჩეულები ვიყოთ და რაც მთავარია, ხარისხიანი პროდუქცია შევქმნათ“,- განაცხადა კომპანია „ზარაფხანას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ნაყოფიამ.

 

ჯილდო, ნომინაციაში - უმსხვილესი ექსპორტიორი და დამსაქმებელი, რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, „ჯორჯიან მანგანეზს“ - მერაბ ლომინაძეს“ გადაეცა.

 

„ეს საიუბილეო საღამო გასული წლის საუკეთესო ბიზნესის გამოსავლენად ტარდება. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქართული მედია და ბიზნესი მეგობრობდენენ. გამარჯვებულს თავად ბიზნესმენები გამოავლენენ. საუკეთესო ბიზნესის შერჩევა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. ბოლო ეტაპზე ყველა ბიზნესმენს ბიულეტენი დაურიგდება და თვითონ გადაწყვეტენ, თუ რომელია საუკეთესო ბიზსნესი. ეს ერთადერთი არჩევნებია, სადაც პრეტენზია არავის გააჩნია, იმარჯვებს ის კომპანია, რომელსაც ბიზნეს გარემო საუკეთესოდ თვლის“,-განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორიმა მერაბ ლომინაძემ.

 

ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.

 

XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნოვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

 

„მნიშვნელოვანი და მოულოდნელი გამარჯვება იყო. რა თქმა უნდა, ეს ბიზნეს კოლეგების მხრიდან ძალიან დიდი აღიარებაა. ეს ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა ქართულ ბიზნესში. საიუბილეო მეოცე წელია უკვე და თვითონ ეს წლებიც აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, „ჯორჯიან თაიმსაა და „გორბს“ პატიოსანი არჩევნებისთვის,“- განაცხადა  „ჯორჯიან პროდაქტსის“ დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ.

 

 

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მედიამხარდაჭერისთვის ასევე, დაჯილდოვდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, მათ შორის - "ბიზნესის ეროვნული ჯილდო 2018-2019"- საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge- ს გადაეცა.

 

1qqqq

 

 

 

წაკითხვა 894 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 30 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.